კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა [[2011]] წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ [[მიხეილ სააკაშვილი]]სა და [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალური მოძრაობის]] პოლიტიკის წინააღმდეგ. [[ბიძინა ივანიშვილი]]ს პოლიტიკაში მოსლვასთან დაკავშირებით.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „[[ქართული ოცნება -— დემოკრატიული საქართველო]]“, ირაკლი ალასანიას „[[ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები]]“, დავით უსუფაშვილის „[[საქართველოს რესპუბლიკური პარტია]]“ და კახა შარტავას „[[ეროვნული ფორუმი]]“. მოგვიანებთ კოალიაციას შეუერთდნენ [[საქართველოს კონსერვატიული პარტია|კონსერვატორები]] (ზვიად ძიძიგური) და [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს|მრეწველები]] (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], კოალიციამსადაც დაამარცხა მმართველი პარტია [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]]. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტში]] და დააკომპლექტა [[საქართველოს მთავრობა]]. 2013 წლის [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)|საპრეზიდენტო არჩევნებში]] კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი [[გიორგი მარგველაშვილი]]. მარგველაშვილმა გაიმარჯვა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.