მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

→‎აღმასრულებელი ხელისუფლება: clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
კუკის კუნძულების კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურია მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც კუნძულებზე წარდგენილია დედოფლის წარმომადგენლით ({{lang-en|Queen’s Representative}} — ძველად [[უმაღლესი კომისარი|უმაღლესი კომისრით]]), რომელსაც ნიშნავს დედოფალი სამი წლის ვადით ხელახალი დანიშვნის უფლებით. დედოფლის წარმომადგენელი მოქმედებს [[მინისტრთა კაბინეტი]]ს, პრემიერ-მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის რჩევით. თუ მინისტრთა კაბინეტს, პრემიერ-მინისტრს ან შესაბამის მინისტრს დედოფლის წარმომადგენელთან შეაქვთ რომელიმე წინადადება და თუ დედოფლის წარმომადგენელი წინადადების შემოსვლის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში მას არ უარყოფს, ითვლება, რომ წინადადება მიღებულია. დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის აქტებს ანიჭებს კანონის ძალას, იღებს [[უფლებამოსილების სიგელი|უფლებამოსილების სიგელს]]<ref name="მ"/>.
 
მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება თავჯდომარეთავმჯდომარე პრემიერ-მინისტრისაგან და არანაკლებ 6 და არაუმეტეს 8 მინისტრისაგან, ინიშნება პარლამენტის წევრებისაგან (ერთი მინისტრი ინიშნება არა პარლამენტის წევრისაგან). მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ბრიტანეთის დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის წევრებიდან. დანარჩენი მინისტრები ასევე ინიშნებიან დედოფლის წარმომადგენლის მიერ პარლამენტის წევრებიდან, მაგრამ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენით.
 
==== სასამართლო ხელისუფლება ====
49,737

რედაქტირება