თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ისტორია ==
წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. [[1073]] წლიდან დიდებული [[ქუაბულისძე, ნიანია|ნიანია ქუაბულისძე]] და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად – მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – [[თორელები]], [[მხარგრძელები]], [[შალიკაშვილები]] და [[ჯაყელები]]. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა ([[სარგის თმოგველი]]). [[1578]] წელს თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის]] შემდეგ [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების]] (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ [[914]] წელს არაბთა სარდალმა [[აბულ-კასიმი|აბულ-კასიმმა]] აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. {{ციტატა|მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით...}}
X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნასეს შთამომავალთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს კი ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერისთავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის [[ბაგრატ III]]-ის ხელქვეითია. [[1011]]-[[1012]] წლებში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი გვხვდება, როდესაც ბაგრატ მეფემ კლარჯეთის მეფენი სუმბატ და გურგენი {{ციტატა|პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს.}}
 
პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044-1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის განდგომისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთ-ერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა.
 
[[1065]] წელს თურქ სელჩუკების შემოსევის დროს ახალქალაქის ბრძოლაში ფარსმან თმოგველი გმირულად იბრძოდა მეფისა და მამულისათვის, რის გამოც მოხსენიებული იყო ათონის ივერთა მონასტრის აღაპში: {{ციტატა|მრავალნი წყალობანი ქმნა ჩვენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა.}}
 
[[1073]] წლიდან მეფე გიორგი II-მ თმოგვი უბოძა ურჩ ფეოდალს [[ქუაბულისძე, ნიანია|ნიანია ქუაბულისძე]], რომლის ოჯახეულობა [[1089]] წელს მომხდარ მიწისძვრას შეეწირა.
{{ციტატა|შეიძრა ქვეყანა სიძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს... რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ.}}
 
შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად – მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – [[თორელები]], [[მხარგრძელები]], [[შალიკაშვილები]] და [[ჯაყელები]]. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა ([[სარგის თმოგველი]]). [[1578]] წელს თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის]] შემდეგ [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების]] (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
 
თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350 წ.) გვამცნობს: