გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 90:
რუსული ისტორიოგრაფიის მტკიცებით, გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით „ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ აგრესიასა და სრულ გადაშენებას“<ref>''რევაზ გაჩეჩილაძე,'' ახლო აღმოსავლეთი, თბ. 2008, გვ. 240</ref>. ამ აზრს იზიარებდა ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე ასეთ შეფასებას „რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობას“<ref>''რევაზ გაჩეჩილაძე,'' ახლო აღმოსავლეთი, თბ. 2008, იქვე</ref> უწოდებს. რადაგანაც „სპარსეთს არ ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნორმალური ვასალი (სპარსეთისათვის ის ერეკლე ხანი იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იყო. ქართლ–კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი მოთარეშეების ... ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც დახმარებია“<ref>''რევაზ გაჩეჩილაძე,'' ახლო აღმოსავლეთი, თბ. 2008, გვ. 240–241</ref>. უარყოფითად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს [[ივანე ჯავახიშვილი]]: „1783 წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბაზის შემდგომ არ ყოფილა“.<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000052/ivane_javaxishvili_qei_5.pdf ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.5]</ref>
 
:) ;) :) ;) :) ;) :) :* :*
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია|2}}
 
== ლიტერატურა ==