'''შიო მღვიმელი''', საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი [[ასურელი მამები|ასურელი მამა]]. [[შიომღვიმე|შიომღვიმის მონასტრის]] დამაარსებელი.
„<center></center>, ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია [[არსენ II]] კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).
დაიბადა [[ანტიოქია (სირია)|ანტიოქიაში]]. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის [[იოანე ზედაზნელი|იოანეს]] მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და [[მონასტერი|მონასტრებს]] დაურიგა და ბერად აღიკვეცა.
VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად [[საქართველო|საქართველოში]] მოვიდა. ცხოვრობდნენ [[მცხეთა|მცხეთაში]], შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა [[შიომღვიმე|შიომღვიმის მონასტერი]]. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან „მღვიმელი“), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია [[არსენ II]] კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).