საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 234:
საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. [[პოლიციური სახელმწიფო]], რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
 
ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება ”ზემოდან”„ზემოდან“ უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა '''სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი''' ([[სუკი]]). დისიდენტებს სახელმწიფო [[რეპრესია|რეპრესიები]] და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან [[გულაგი]]ს”ს“ ტყვეობაში მოხვედრა.
 
თვითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით [[სტალინი]]სა და [[ლეონიდ ბრეჟნევი|ბრეჟნევის]] მმართველობის პერიოდებში სუფევდა, [[ნიკიტა ხრუშჩოვი|ხრუშჩოვის]] დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო [[მიხეილ გორბაჩოვი|გორბაჩოვმა]] ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.
 
სტალინის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი ჩამოყალიბდა, რომელიც აკრძალული ლიტერატურისა ([[სამიზდატი]]) და პოლიტიკური იუმორის - [[ერევნის რადიო]]ს”ს“ სახით წლების განმავლობაში არსებობდა.
 
== ეკონომიკა ==