გილგამეშის ეპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:GilgameshTablet.jpg|thumb|გილგამეშის ეპოსის ნაწყვეტი. ამ ტაბლეტზე მოთხრობილია დიდი [[წარღვნა|წარღვნის]] შესახებ.]]
 
'''გილგამეშის ეპოსი''', ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის [[გილგამეში]]ს შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა [[აქადური ენა|აქადური ენის]] დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა [[გილგამეში|გილგამეშსა]] და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ [[ენქიდუ|ენქიდუს]] შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია [[წარღვნა|წარღვნის]] ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე [[ხეთური ენა|ხეთურ]] და [[ხურიტული ენა|ხურიტულ]] ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია [[ეპოსი|ეპოსის]] 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
 
== პირველი ფირფიტა ==
Line 69 ⟶ 70:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
1. *[http://reso-kiknadze.de/gilgameSis%20eposi.pdf გილგამეშის ეპოსის ანალიზი ქართულ ენაზე] ავტორი: ზ. კიკნაძე.
2.* [http://mcgoodwin.net/pages/otherbooks/gilgamesh.html გილგამეშის ეპოსის მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე] ავტორი: მ.მაკგუდვინი
 
2. [http://mcgoodwin.net/pages/otherbooks/gilgamesh.html გილგამეშის ეპოსის მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე] ავტორი: მ.მაკგუდვინი
 
 
[[კატეგორია:ანტიკური ლიტერატურა]]