სალადინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი''', [[ევროპა]]ში ცნობილი როგორც '''სალადინი''' (დ. [[1137]]/[[1138]] – გ. [[4 მარტი]] [[1193]]) — [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[სულთანი]] [[1171]] წლიდან, [[აიუბიდები]]ს დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით [[ქურთები|ქურთი]]<ref>რევაზ გაჩეჩილაძის, „ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტია“. გვ 309</ref>.
 
დაიბადა [[ერაყი]]ს ქალაქ [[ტიკრიტი|ტიკრიტში]] საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს [[მოსული|მოსულში]]. 1164-69 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — [[ზენგიდები]]ს — ლაშქრობაში [[ეგვიპტე]]ში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის [[ვეზირი|ვეზირად]], ხოლო 1171წელს1171 წელს ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და [[სულთანი|სულთნის]] ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 წლების დამპრობლურიდამპყრობლური ომების შედეგად შეიერთა [[სირია]], [[შუამდინარეთი]], [[იემენი]] და შემქნაშექმნა ვრცელი იმპერია, რომელიც წინ აღუდგა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულ ლაშქრობებს]]. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან ([[პალესტინა]]); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს [[იერუსალიმი]] და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა [[ინგლისი]]ს მეფის [[რიჩარდ I|რიჩარდ ლომგულის]] ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა [[დამასკო]]ში, 1193 წლის 4 მარტს.
 
სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო [[სუნიზმი]]ს გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი“ — [[ჯიჰადი]]. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალადინი“-დან