ცეზურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}'''ცეზურა''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] caesura - გაპობა, მოცელვა), [[ტაეპი|ტაეპის]] რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენება; ტაეპის სტრუქტურული ელემენტი.
 
ანტიკურ მეტრიკაში ცეზურა მოდიოდა, როგორც წესი, ტაეპის შუა ნაწილზე და ყოფდა მას ორ ნახევარტაეპედად, რომელთაგან პირველს აღმავალი რიტმი ჰქონდა, მეორეს - დაღმავალი. სილაბურ-რიტმულ ლექსთწყობაში კი ცეზურა ტაეპში მიჰყვება [[ტერფი(ლექსთწყობა)|ტერფების]] დაბოლოებას და ყოფს ტაეპს ორ ნაწილად, რომელთაც აქვს ერთნაირი ხასიათის რიტმული სვლა: ან ორივეს აღმავალი ან დაღმავალი. თუ ტაეპი იყოფა ორ ტოლ (ან თითქმის ტოლ) ნაწილად მაშინ ასეთ ცეზურას მთავარს უწოდებენ. დიდი ზომის ტაეპებში მთავარი ცეზურების გარდა არსებობს კიდევ მცირე ცეზურები. მთავარი ცეზურის ადგილი ტაეპში მკაცრად განსაზღვრულია, მცირე ცეზურებისა - არა . მთავარი ცეზურა ზოგჯერ იმდენად გამოკვეთილია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ორი ნახევარტაეპედი კი არ არის, არამედ ორი ტაეპია. მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (როდესაც არსებობს [[ლექსი პროზად]], [[რიტმული პროზა]], [[ვერლიბრი]]) ლექსის ძირითად ნიშნად რჩება გრაფიკა: ტექსტის ტაეპებად დაწერა-განლაგება. ტაეპი რამდენადაც გრძელია იმდენად უფრო საჭიროებს ცეზურებს. II და III ტერფიან ტაეპში ცეზურა არა არის, იგი IV და მეტტერფიან ტაეპებში ჩნდება II, III ან IV ტერფის შემდეგ. ცეზურა ზოგჯერ ინტონაციური პაუზის როლში გამოდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცეზურა“-დან