ცეზურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 23 interwiki links, now provided by Wikidata on d:q247417 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''ცეზურა''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] caesura - გაპობა, მოცელვა), [[ტაეპი|ტაეპის]] რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენება; ტაეპის სტრუქტურული ელემენტი.
 
ანტიკურ მეტრიკაში ცეზურა მოდიოდა, როგორც წესი, ტაეპის შუა ნაწილზე და ყოფდა მას ორ ნახევარტაეპედად, რომელთაგან პირველს აღმავალი რიტმი ჰქონდა, მეორეს - დაღმავალი. სილაბურ-რიტმულ ლექსთწყობაში კი ცეზურა ტაეპში მიჰყვება [[ტერფი(ლექსთწყობა)|ტერფების]] დაბოლოებას და ყოფს ტაეპს ორ ნაწილად, რომელთაც აქვს ერთნაირი ხასიათის რიტმული სვლა: ან ორივეს აღმავალი ან დაღმავალი. თუ ტაეპი იყოფა ორ ტოლ (ან თითქმის ტოლ) ნაწილად მაშინ ასეთ ცეზურას მთავარს უწოდებენ. დიდი ზომის ტაეპებში მთავარი ცეზურების გარდა არსებობს კიდევ მცირე ცეზურები. მთავარი ცეზურის ადგილი ტაეპში მკაცრად განსაზღვრულია, მცირე ცეზურებისა - არა . მთავარი ცეზურა ზოგჯერ იმდენად გამოკვეთილია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ორი ნახევარტაეპედი კი არ არის, არამედ ორი ტაეპია. მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (როდესაც არსებობს [[ლექსი პროზად]], [[რიტმული პროზა]], [[ვერლიბრი]]) ლექსის ძირითად ნიშნად რჩება გრაფიკა: ტექსტის ტაეპებად დაწერა-განლაგება. ტაეპი რამდენადაც გრძელია იმდენად უფრო საჭიროებს ცეზურებს. 2II და 3III ტერფიან ტაეპში ცეზურა არა არის, იგი 4IV და მეტტერფიან ტაეპებში ჩნდება II, III ან IV ტერფის შემდეგ. ცეზურა ზოგჯერ ინტონაციური პაუზის როლში გამოდის.
 
ცეზურის სახეებია:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცეზურა“-დან