დაკია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის cs:Dácie; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 4:
ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ჩვეულებრივ, თრაკიულ-გეტურ ტომებს მიაკუთვნებენ. რომის საზღვრებზე ხშირი თავდასხმების (დეცებალის მფარველობის ქვეშ იმპერატორ [[დომიციანე]]ს დროს) გამო მათ [[ტრაიანე]]სთან გამანადგურებელი ბრძოლა მოუხდათ. ორმა ლაშქრობამ (101-102 და 105-107 წლებში) [[დაკები]] გატეხა. მათი მთავარი ქალაქი [[სარზეგეტუზა]] რომაელებმა აიღეს, ქვეყნის დიდი ნაწილი კი იმპერიის ფარგლებში მოაქციეს.
 
რომის ბატონობის ქვეშ დაკია თავიდან აყვავდა და [[ტრანსილვანია|ტრანსილვანიის]] მთებში ოქროს საბადოების სიმრავლით განსაკუთრებული მნიშვნელობაც მოიპოვა. თავისუფალი დაკები ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეში იყვნენ დარჩენილნი. III ასწლეულის შუა ხანებიდან დაკიაში გერმანელებმა იწყეს ჩასახლება. 270 წელს აურელიუსმა დაკია ბედის ინაბარაანაბარა მიატოვა, რომის ჯარი დუნაიზე ხიდით გადაიყვანა მიუზიის პროვინციის შუაგულში. ამის მერე ამ მხარეს Dacia ripensis (სანაპირო დაკია) და Dacia mediterranea (ხმელთაშუა დაკია) ეწოდა.
 
ბოლო დროს თანამედროვე [[რუმინელები]]ს წარმოშობის შესახებ გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს, რომელთაც ადრე ყველა რომანიზებული დაკების შთამომავლებად მიიჩნევდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაკია“-დან