მერცხალი ოზურგეთი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
 
== ისტორია ==
„მერცხალი“ დაარსდა [[1925]] წელს. ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე დაიხაზა მოედანი, მოეწყო კარი და ჩატარდა პირველი მატჩი ფეხბურთელებსა და ტანმოვარჯიშეებს შორის. რესპუბლიკურ გათამაშებაში გუნდი [[1936]] წლიდან ჩაება. 1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1938-46 წლებში გუნდი [[მახარაძის რაიონი]]ს ნაკრების სახელით გამოდიოდა. 1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პიველობაზე მესამე ადგილზე გავიდა. 1946-47 წლებში გუნდს „დინამო“ ერქვა. 1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით ასპარეზობდა.
 
1954-59 წლებში კლუბს „კოლმეურნე“ ეწოდებოდა. „კოლმეურნე“ 1958 წელს საქართველოს ჩემპიონაში მესამე ადგილზე გავიდა, 1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუნლიკური თასის გამარჯვებული გახდა, დაამარცხა რა ფინალურ შეხვედრაში [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამო“]]. გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შესძლო 1960 წელს. ამჯერად მათ ლანჩხუთის [[გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)|„გურია“]] დაამარცხეს 4-0. ამავე წელს დაიკავა მესამე ადგილი ჩემპიონატში. 1960 წლის სეზონში ის „სიხარულის“ სახელით ასპარეზობდა. 1961 წლიდან კი დღევანდელი სახელი „მერცხალი“ ეწოდა. „მერცხალმა“ 1964 და 1966 წლებში კვლავ დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სსრ ჩემპიონატში, 1967 წელს კი ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 60-იან წლებს დიდი მერცხალის ხანასაც უწოდებენ. „მერცხალის„ წარმატებებს გულშემატკივართა მოზღვავება მოჰყვა, რის გამოც 1968 წელს გაფართოვდა მახარაძის ცენტრალური სტადიონი, აიგო ტიბუნები 10 000 კაცზე, დამონტაჟდა ელექტროტაბლო.