ვიკიპედია:რჩეული სტატიები/წესები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
*გთხოვთ წაიკითხოთ წამოყენებული სტატია სრულად, სანამ გადაწყვეტთ მას მხარი დაუჭიროთ თუ პირიქით.
*ხმის მისაცემად დააწკაპუნეთ „კენჭისყრაში მონაწილეობის“ ბმულს წამოყენებული სტატიის სახელთან.
*{{თ|ჰო}} ({{ჰო}}) დაწერეთ, თუ მხარს უჭერთ ნომინაციას, და მიუწერეთ თქვენი აზრი. თუ სტატიის მთავარი ან მნიშვნელოვანი რედაქტორი თავად ხართ, მიუთითეთ.
**დადებითი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
*{{თ|არა}} ({{არა}}) დაწერეთ, თუ წინააღმდეგი ხართ ნომინაციის.
**უარყოფითი ხმა კენჭისყრაში არ იქნება გათვალისწინებული, თუკი მას არ ახლავს კონკრეტული დასაბუთებული განმარტება, რომელზეც პასუხის გაცემა ან რეაგირება იქნება შესაძლებელი.
**შემფასებლებმა, რომლებიც წინააღმდეგი არიან, რამდენიმე დღეში ხელმეორედ უნდა შეამოწმონ განიხლვა. თუ შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა, თქვენი უარი გადახაზეთ (ამით <nowiki><del>...</del></nowiki>) მისი წაშლის ნაცვლად.
**უარყოფითი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
*{{თ|მოიცა}} ({{მოიცა}}) დაწერეთ {{თ|ჰო}} ან {{თ|არა}}ს ნაცვლად, თუ კონსტრუქციული მოსაზრება გაქვთ სტატიის გაუმჯობესებისთვის, და მიუწერეთ თქვენი რჩევა. {{თ|მოიცა}}ამ გულისხმობს,თარგის რომგამოყენების სტატიის ნაკლის გამოსწორება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. თუკი ნაკლი მნიშვნელოვანია და მისი გამოსწორება მარტივადშემთხვევაში, დროისდაიცავით მცირეშემდეგი მონაკვეთში ვერ ხერხდება, უმჯობესია გამოიყენოთ {{თ|არა}} ან {{თ|ჰმმ}}.წესები:
**კენჭისყრის გვერდზე მოკლედ მიუთითეთ, თუ რა ხარვეზი აქვს სტატიას და რომ ამ ხარვეზის გამოსწორების გზები არსებობს; ამავე დროს, სტატიის განხილვის გვერდზე უფრო დეტალურად უნდა აღწეროთ სტატიის ხარვეზი და აგრეთვე უნდა მიუთითოთ კონკრეტული გზები ხარვეზის გამოსასწორებლად. თუკი ხარვეზის გამოსწორების კონკრეტულ გზებს ვერ ხედავთ, გამოიყენეთ {{თ|არა}} ან {{თ|ჰმმ}}.
** სტატიის განხილვის გვერდზე განხილვაში სხვებიც ჩაერთვებიან და, თუკი თქვენ მიერ მითითებული ხარვეზების არსებობა დადასტურდა, მათ გამოსწორებამდე სტატია რჩეული ვერ გახდება. სასურველია, გამოსწორების პროცესში თავადაც ჩაერთოთ. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ თქვენი ხმა უნდა შეცვალოთ შესაბამისად.
** თუკი განხილვის გვერდზე თქვენ მიერ მითითებულ შენიშვნებს სხვა რედაქტორები ცალსახად არასერიოზულად ჩათვლიან, თქვენი ხმა ({{თ|მოიცა}}) მხედველობაში არ მიიღება. ხმა არ იქნება გათვალისწინებული მაშინაც, როცა {{თ|მოიცა}}-ს ყოველგვარი კომენტარის გარეშე დატოვებთ.
**ამგვარი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
*{{თ|ჰმმ}} ({{ჰმმ}}) ნეიტრალურ ხმას განხილვისთვის სარგებლობა არ მოაქვს და ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება. ნეიტრალური ხმა მხოლოდ აზრის დაფიქსირებისათვის გამოიყენება. სასურველია, თან ახლდეს განმარტებაც.
**ნეიტრალური ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის არარეგისტრირებულს. მომხმარებლებს, რომლებსაც არა აქვთ დადებითი ან უარყოფითი ხმის მიცემის უფლება, თავიანთ დადებით ან უარყოფით პოზიციასაც {{თ|ჰმმ}}-ისა და შესაბამისი კომენტარის საშუალებით აფიქსირებენ.