აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად (2) using AWB
→‎რინუს მიხელსი და ტოტალური ფეხბურთი: clean up, replaced: ჭირდებ → სჭირდებ using AWB
ხაზი 77:
=== რინუს მიხელსი და ტოტალური ფეხბურთი ===
 
ტოტალური ფეხბურთი - 70 - იანი წლების დასაწყისში საფეხბურთო სამყაროში ადგილი ჰქონდა აშკარა კრიზისს. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთმა იმ დროისათვის ამოწურა თავისი რესურსი. ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ევროპელებსაც. მსოფლიო ფეხბურთს აშკარად ჭირდებოდასჭირდებოდა რაღაც რევოლუციური ძვრები, რომელიც ახალ პრინციპებსა და ხედვას დანერგავდა. სწორედ ამ პერიოდში რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიამ მსოფლიოს შესთავაზა ტოტალური ფეხბურთი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სტერეოტიპები და ზოგადად უდიდესი გავლენა იქონია მომავლზე. ტოტალურმა ფეხბურთმა სათავე დაუდო ახალ ერას და რინუს მიხელსის საფეხბურთო ფილოსოფიის საფუძვლებზე დღემდე იზრდებიან თანამედროვე ფეხბურთის ბრწყინვალე სპეციალისტები. ტოტალური ფებურთის საფუძვლები აწმყოში და დიდი ლბათობით მომავალშიც არის და იქნება ძირითადი საფეხბურთო სახელმძღვანელო.
ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო კოლექტივი, რომელის ყოველ წევრს შეეძლებოდა ნებისმიერ მომენტში საჭიროებისამებრ გაეცვალა ერთმანეთისთვის ფუნქციონალური როლი მოედანზე. უნივერსალურ მოთამაშეთა ნაკრები, სადაც ყველა ფეხბურთელს შეეძლებოდა როგორც თავდაცვითი, აგრეთვე შეტევითი ფუნქციების შესრულება. თამაშის მიმდინარეობისას თითოეული ფეხბურთელი განუწყვეტლივ იღებს ფაქტიურ ან არაპირდაპირ მონაწილეობას გუნდის ყოველ მოქმდებაში.
საერთო სტრატეგია მდგომარეობდა შემდეგში: გუნდი იწყებდა თამაშს 1-4-3-3 ტაქტიკით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ეს პირვანდელი მონახაზი გადადიოდა ეგრეთ წოდებულ „ ორგანიზებულ ქაოსში“, სადაც გადაადგილება და ურთიერთქმედებები ხორციელდებოდა, როგორც ხაზებში, ასევე ხაზებს შორისაც. ხდებოდა განუწყვეტელი მანევრირება ბურთით, უბურთოდ და მეთოდურად ხდებოდა მეტოქის დაცვის ხაზების გარღვევა. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ჰქონდა უდიდესი არჩევანი პარტნიორის მონახვისა შეტევის შემდგომი გაგრძელების. კარგად არის აწყობილი თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჰოლანდიელები გრძნობდნენ თამაშის არითმიას და მომენტალურად გადადიოდნენ პოზიციური შეტევიდან უსწრაფეს თავბრუდამხვევ ტემპზე და პირიქით.