The Police (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: პანკ როკ → პანკ-როკ (2) using AWB
ხაზი 21:
}}
 
'''The Police''' ({{lang-en|პოლიცია}}) — ინგლისური როკ-ტრიო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ [[სტინგი]] (ბას-გიტარა, ვოკალი), [[სტიუარტ კოუპლენდი]] (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია) და [[ენდი სამერსი]] (გიტარა, ვოკალი). ჯგუფი განსაკუთრებით პოპულარული იყო [[1970]]-იანი წლების ბოლოს და [[1980]]-იანი წლების დასაწყისში. მათი მუსიკის ელემენტებია ჯაზი, რეგეი და პანკ -როკი.
 
ჯგუფის 1983 წლის ალბომმა ''[[Synchronicity (ალბომი)|Synchronicity]]'' ბრიტანეთსა და აშშ-ში რვაჯერ პლატინის სტატუსი მიიღო. The Police მოგვიანებით დაიშალა, მაგრამ დროებით აღდგა 2007 წელს, ორწლიანი მასშტაბური მსოფლიო ტურნესათვის.
ხაზი 30:
ჯგუფის შეკრების ინიციატორი იყო [[სტიუარტ კოუპლენდი]]. მას შემდეგ, რაც [[Curved Air]]-იდან წავიდა, კოუპლენდი სერიოზულად ფიქრობდა საკუთარი როკ-ტრიოს შექმნაზე და ლონდონის პანკ-სცენასთან ინტეგრირებაზე. [[სტინგი]] და [[ჰენდრი პადოვანი]] მას 1977 წლის იანვარში შეუერთდნენ და ჩაწერეს პირველი სინგლი, "Fall Out"/"Nothing Achieving". იგი იმავე წლის თებერვალში გამოიცა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სტილი იმ პერიოდში პანკ -როკს ჰგავდა, [[Allmusic Guide]]-ის აზრით, რა თქმა უნდა, ტრიოს გააჩნდა ნერვიული, რეგეით გაჯერებული ჟღერადობა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ პანკი.<ref name="allmusic.com">http://www.allmusic.com/artist/the-police-p5163</ref> მარტსა და აპრილში ჯგუფი გამოდიოდა [[შერი ვანილა]]ს კონცერტებზე, სახელით [[Wayne County & the Electric Chairs]].<ref>Copeland 1995.</ref><ref>Sting 2003.</ref> მაისში ჯგუფის -[[Gong (ჯგუფი)|Gong]] ყოფილმა წევრმა მაიკ ჰაულეტმა სტინგი და [[ენდი სამერსი]] მიიწვია ჯგუფში [[Strontium 90 (ჯგუფი)|Strontium 90]]. დრამერის სახით სტინგმა კოლექტივში მოიყვანა კოუპლენდი. ჩაიწერა რამდენიმე დემო-სიმღერაც, შემდეგ კი Strontium 90 გამოჩნდა Gong-ის გაერთიანებაზე (1977 წლის 28 მაისი). 20 წლის შემდეგ ეს ჩანაწერები გამოვიდა სახელწოდებით ''[[Strontium 90: Police Academy]]''. საგულისხმოა, რომ The Police-ის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი, "[[Every Little Thing She Does Is Magic]]" იმავე პერიოდში იქნა დაწერილი. 1977 წლის ივლისში ოთხეული ჯერ კიდევ სახელით The Elevators გამოდიოდა.<ref>{{harvnb|Summers|2006|pp=167–170}}</ref>
 
ივლისშივე მათ დაიწყეს სახელით The Police გამოსვლა. პადოვანის შესაძლებლობები, როგორც გიტარისტის, შეზღუდული იყო. აგვისტოში მან დატოვა ჯგუფი და The Police სამუდამოდ იქცა ტრიოდ.<ref>{{harvnb|Summers|2006|pp=174–176.}}</ref> 77/78 წლებში სტინგი და სამერსი ასევე თანამშრომლობდნენ გერმანელ კომპოზიტორ ებერჰარდ შონერთან. საბოლოოდ მათი ჩანაწერები სამი ალბომის სახით გამოიცა - როგორც როკის, ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ნაზავი.<ref>"Trance-Formation" (EMI 1C 064-32 526) ენდი სამერსთან (1977); "Flashback" (EMI 1C 066-32 839) სტინგი, ენდი სამერსი, სტიუარტ კოუპლენდი (1978); "Video-Magic" (EMI 1C 064-45 234) სტინგი, ენდი სამერსი (1978).</ref> გარდა ამისა, იმავე პერიოდში სტინგის გამოჩენამ გერმანული ტელეარხების ეთერში ცხადჰყო, რომ მის ვოკალს საკმაოდ მძლავრი ტემბრი აქვს და ეს იქცა The Police-ის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Police_(ჯგუფი)“-დან