ღერო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ added Category:ბოტანიკა using HotCat |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Royal Palm Trunk.jpg|250პქ|მინი|]]
[[ფაილი:Redwood M D Vaden.jpg|250პქ|მინი|]]
'''ღერო''' (caulis) — უმაღლეს მცენარეთა ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, ღერძული ნაწილი, რომელიც [[ფოთოლი|ფოთლებთან]] ერთად [[ყლორტი|ყლორტს]] შეადგენს. ღეროს აქვს საყრდენი, გამტარი (ფესვებსა და ფოთლებს შორის წყლისა და გახსნილი ნივთიერებათა გადაადგილება), დამგროვებელი (წყლისა და სამარაგო ნივთიერებების დაგროვება) ფუნქციები. ახალგაზრდა ღეროები აქტიურად მონაწილეობენ [[ფოტოსინთეზი|ფოტოსინთეზში]]: ღეროს დატოტვისა და ფოთლების მოწესრიგებულად განლაგების საშუალებით იზრდება [[მცენარე|მცენარის]] საასიმილაციო ზედაპირი. ფორმის მიხედვით ღერო მრავალგვარია: ცილინდრული, წახნაგებიანი, ბრტყელი და სხვ. სივრცეში განლაგების მიხედვით — სწორმდგომი მოხრილი, მხოხავი, აღმავალი, მცოცავი, მცურავი და სხვ. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ერთ-, ორ-, და მრავალწლოვან ღეროებს. ღერო შეიძლება იყოს ბალახოვანი ან გამერქნებული. ხემცენარის ღეროს ზრო ეწოდება. ღერო იზრდება სიგრძეზე, კენწრული [[მერისტემა|მერისტემის]] (ზრდის კონუსის) ცხოველმოქმედების ხარჯზე და ინტერკალარულადაც. ღეროს პირველადი [[ანატომია|ანატომიური აგებულება]] პირველადი მერისტემის ქსოვილების დიფერენცირების
ღეროს მეორეული [[ანატომია|ანატომიური აგებულება]] უფრო რთულია და მეორეული [[მერისტემა|მერისტემისაგან]] — კამბიუმისაგან ყალიბდება. [[კამბიუმი]] წარმოქმნის მეორეულ ქერქს, მეორეულ მერქანს და მეორეულ გულგულის სხივებს. ღეროს მეორეული გასქელება [[ორლებნიანნი|ორლებნიანებისთვისაა]] დამახასიათებელი, თუმცა გამონაკლისის სახით ზოგიერთ [[ერთლებნიანები|ერთლებნიანებშიც]] გვხვდება ([[დრაცენა]], [[იუკა]], [[ალოე]]). ერთლებნიანთა ღეროს გასქელება ხდება უშუალოდ ქერქის ქვეშ წარმოქმნილი გასქელების რგოლის ხარჯზე, რომელიც პერიფერიისკენ წარმოქმნის ქერქის [[პარენქიმა]]ს, ხოლო ცენტრისაკენ ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებს. ერთლებნიანთა კონები დახურულია, ორლებნიანთა კონებისაგან განსხვავებით მათ [[კამბიუმი]] არა აქვთ. ორლებნიანების ქერქში კამბიალური რგოლის გარდა კიდევ ერთი მერისტემული ქსოვილი — [[ფელოგენი]] ან კორპის კამბიუმი წარმოიქმნება. იგი პერიფერიისკენ წარმოქმნის კორპის უჯრედებს, ცენტრისკენ — ფელოდერმას. [[კორპი]] და [[ფელოდერმა]] ერთად [[პერიდერმა]]ს შეადგენს. ღეროში წარმოდგენილია სეკრეტორულ ნივთიერებათა სათავსებიც.
|