პალაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|}
 
== მოსახლეობა ==
==სქოლიო==
მოსახლეობის რაოდენობა — 20 900 ადამიანი (2010 წლის ივლისის შეფასება).
{{სქოლიო}}
 
წლიური მატება — 0,4 % (ფერტილობა — 1,73 დაბადებული ერთ ქალზე).
 
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68 წელი მამაკაცებისათვის, 75 წელი ქალებისათვის.
 
განათლება — 92 %.
 
ეთნიკური შემადგენლობა: პალაუ — 72,5 % (14 438 ად.), [[ფილიპინელები]] — 16,3 % (3253 ად.), [[ვიეტნამელები]] — 1,6 % (321 ად.), [[ჩინელები]] — 1,6 % (317 ად.), სხვა აზიელები — 3,4 % (675 ად.), თეთრკანიანები — 0,9 % (186 ად.), კაროლინელები — 1,0 % (197 ად.), სხვა მიკრონეზიელები — 2,4 % (470 ად.), სხვები — 0,3 % (50 ად.) (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />
 
ენები: პალაუ (ოფიციალური) — 62,1 % (12 354 ად.), [[ინგლისური ენა|ინგლისური]] — 14,4 % (2871 ად.), ფილიპინური ენები — 10,0 % (2000 ად.), [[ჩინური ენა|ჩინური]]— 1,7 % (331 ად.), სხვა ენები (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />
 
=== რელიგიური შემადგენლობა ===
2005 წლის აღწერის მონაცემებით მორწმუნეთა უმრავლესობა — [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]] 49,4 % (9825 ად.), [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტი]] (Protestant (General)) — 23,2 % (4610 ად.), [[მეშვიდე დღის ადვენტისტები]] — 5,3 % (1046 ად.) და ადგილობრივი რელიგია [[მოდეკნგეი]]ს (Modekngei) მიმდევრები — 8,7 % (1733 ად.). სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები — ([[მორმონები]], [[იეჰოვას მოწმეები]]) მცირერიცხოვანია (2005 წლის აღწერით).<ref name="census-2005" />
 
== სახელმწიფო წყობა ==
პალაუ — რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — [[პალაუს პრეზიდენტი|პრეზიდენტი]], რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ ოთხ წლიანი ვადით (დასაშვებია ზედიზედ ხელმეორედ არჩევა).
 
[[პარლამენტი]] — ორპალატიანი სახელმწიფო კონგრესია, რომელიც შედგება სენატისგან (9 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით) და დელეგატთა პალატისაგან (16 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით).
 
პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.
 
[[ჯარი|შეიარაღებული ძალები]] არ არსებობს.
 
== საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ==
წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს, რომელიც იმყოფება აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის მდგომარეობაში აქვს საკმაოდ მცირე დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომლებიც თავმოყრილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. პალაუს გააჩნია საელჩოები [[აშშ]]-ში, [[ტაივანი|ტაივანში]], [[იაპონია]]ში და [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. ასევე საკონსულოები [[გუამი|გუამში]], [[ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები|ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე]] და [[მალაიზია]]ში. პალაუს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა.
 
== ეკონომიკა ==
პალაუს ეკონომიკის საფუძველია — [[ტურიზმი]] (85 ათასი ტურისტი 2007 წელს), [[თევზჭერა]], მხატვრული ხელნაკეთობები. [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობაში]] კულტივირებულია [[ქოქოსის პალმა]] და [[ტაპიოკა]].
 
[[მთლიანი შიდა პროდუქტი|მშპ]]-ს მოცულობაა — 164 მილიონი აშშ დოლარი (2008 წელს), ძირითადად უზრუნველყოფილია აშშ-ის სუბსიდიებით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 8,1 ათასი აშშ დოლარი (119-ე ადგილი მსოფლიოში).
 
2004 წელს იმპორტის მოცულობამ (107,3 მილიონი აშშ დოლარი) თითქმის 20-ჯერ გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას (5,9 მილიონი აშშ დოლარი).
 
საექსპორტო საქონელი — მოლუსკები, [[თევზი]], [[კოპრა]].
 
ძირითადი პარტნიორები საგარეო ვაჭრობაში — [[აშშ]], [[სინგაპური]], [[იაპონია]].
 
ფულადი ერთეული — [[ამერიკული დოლარი]].
 
შედის [[აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები]]ს საერთაშორისო ორგანიზაციაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.palauconsulate.org.uk Official Site of the Consulate of the Republic of Palau to United Kingdom]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-p/palau.html Chief of State and Cabinet Members]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-პალაუ}}