ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 381:
კუნძულ ნაურუს ადრეული კულტურის შესახებ მონაცემები საკმაოდ მცირედაა შემონახული: დასავლეთის სამყაროს ძლიერი გავლენის გამო ბევრი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები უკვე დავიწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ძველი ნაურუელების [[დამწერლობა|დამწერლობის]] უქონლობა უფრო აძნელებს ქვეყნის კულტურული სიმდიდრის შესწავლას.
 
=== კუნძულ ნაურუს კოლონიამდელი მოსახლეობის სოციალური ურგანიზებაორგანიზება ===
ნაურუელთა ადრეული კულტურა დაფუძნებულია კუნძულზე მცხოვრები 12 ტომის კულტურაზე. ნაურუს ერთი საერთო ბელადი არ ჰყოლია, და თითოეულ ტომს ჰქონდა საკუთარი ისტორია. ტრადიციულად ტომები იყოფოდნენ გვარებად, და თითოეული ადამიანი იქ მიეკუთვნებოდა განსაზღვრულ კლასს: ''ტემონიბე'' (ნაურ. Temonibe), ''ემო'' (ნაურ. Emo), ''ამენენგამე'' (ნაურ. Amenengame) და ''ენგამე'' (ნაურ. Engame). ორი არაფრის მქონე კლასს ერქვა ''იტსიო'' (ნაურ. Itsio) და ''იტიორა'' (ნაურ. Itiora). ადამიანის რომელიმე კლასთან მიკუთვნების მთავარი ფაქტორი იყო დედის წარმოშობა. პრივილიგირებული მდგომარეობა ეკავა ტემონიბეს, რომლებსაც თევზაობის ნება ეძლეოდა და რომლებიც ფლობდნენ განსაზღვრულ მონაკვეთებს ზღვაზეც კი.
 
ხაზი 387:
 
ნაურუზე თითოეულ ოჯახს ეკუთვნოდა ნაკვეთი, ხოლო ზოგიერთს — ბუადას ტბასთან [[გუბე]]ები სათევზაოდ. მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა მემკვიდრეობით.
 
=== სპორტი ===
ნაურუში ეროვნული სპორტული თამაშია [[ავსტრალიური ფეხბურთი]]. არსებობს [[ნაურუს ნაკრები ფეხბურთში]], მაგრამ ის დღემდე არ არის აღიარებული არც [[ფიფა]]ს, არც [[ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია|ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის]] მიერ ქვეყანაში პროფესიონალი ფეხბურთელებისა და ფიფას ნორმების შესაბამისი სტადიონების არარსებობის გამო. მოთამაშეების ფორმის ფერია — ლურჯი ყვითელი განივი ხაზით. ეროვნული ნაკრების პირველი თამაში სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გაიმართა 1994 წლის 2 ოქტომბერს. ამ თამაშში ნაურუს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა [[სოლომონის კუნძულების ნაკრები ფეხბურთში|სოლომონის კუნძულების]] ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:1. ეს იყო დიდი გამარჯვება, რადგანაც სოლომონის კუნძულების ნაკრები ითვლებოდა აშკარა ფავორიტად (ისინი გახდნენ მელანეზიის თასის გამარჯვებულებები იმავე წელს). ქვეყანაში არსებობს რამდენიმე სპორტული მოედანი და სტადიონი: «[[ლინკბელტ ოვალი]]» (მდებარეობს აიოვოს რაიონში, მაგრამ ის მნიშვნელოვნად დაძველდა და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს), [[მენენგი (სტადიონი)|მენენგის სტადიონი]] (აშენებულია 2006 წელს და იტევს 3500 მაყურებელს) და [[დენიგი (სტადიონი)|დენიგის სტადიონი]].
 
საკმაოდ პოპულარულია [[ძალოსნობა]], [[სოფტბოლი]], [[კალათბურთი]] და [[ჩოგბურთი]]. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ძალოსნობას: ზუსტად ამ დისწიპლინაში ნაურუმ მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას. 1990 წელს თანამეგობრობის თამაშებზე ძალოსან [[მარკუს სტივენი]]ს სენსაციურ გამარჯვების შემდეგ ნაურუზე დაწესდა ნაურუს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. 1992 წელს მარკუს სტივენი გახდა პირველი ნაურუელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებში]], რომელიც გაიმართა [[ბარსელონა]]ში. ოფიციალურად ნაურუ ოლიმპიურ მოძრაობაში მიიღეს 1996 წელს. ნაურუდან პირველი ოფიციალური ათლეტები გახდნენ მარკუს სტივენი, [[ჯერარდ გარაბვანი]] და [[კუინსი დეტენამო]].
 
ნაურუს ყველაზე უფრო წარმატებული ჩოგბურთელები არიან [[დევიდ დეტუდამო]] და [[ანგელიტა დეტუდამო]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან