დავით VI ნარინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
დაახლოებით [[1230]] წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო [[ხვარაზმი|ხვარაზმელებს]] ქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი [[ქუთაისი|ქუთაისში]] იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა. [[მონღოლები|მონღოლებთან]] რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით [[1242]]-[[1243]] წლებში, დედა-შვილი [[თბილისი|თბილისში]] დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოში]] [[ბათო-ყაენი|ბათო-ყაენთან]] მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა .
 
ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]]. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. [[1246]] წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე [[დავით VII|დავით]] გიორგის ძე. [[გუიუქ-ყაენი|ყაენმა გუიუქმა]] საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს ([[მონღოლური ენა|მონღოლურად]] „ულუ“) მეფედ, ხოლო დავით რუსუდანის ძე უმცროს (მონღოლურად „ნარინი“) მეფედ დაამტკიცა. [[1248]] ([[1249]]) დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ. [[1259]]-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. [[1256]]-იდან საქართველო [[ილპანთაილხანთა სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში მოექცა.
 
[[მონღოლების ბატონობა საქართველოში|მონღოლების ბატონობის]] სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო [[1259]] დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით. ყაენმა [[ჰულაგუ]]მ დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წიმააღმდეგ მოუხდა ბრძოლა ([[1260]]). ეს უკანასკნელი [[1261]] იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_VI_ნარინი“-დან