ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 376:
უმაღლეს განათლებას ნაურუელები იღებენ საზღვარგარეთ, ძირითადად ავსტრალიაში. ნაურუში ასევე არსებობს სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ({{lang-en|University of the South Pacific}}) განყოფილება, რომელშიც ტარდება დაუსწრებელი სწავლის კურსები.
 
განათლება ნაურუზე უფასოა.
Образование в Науру бесплатное.
 
== კულტურა ==
კუნძულ ნაურუს ადრეული კულტურის შესახებ მონაცემები საკმაოდ მცირედაა შემონახული: დასავლეთის სამყაროს ძლიერი გავლენის გამო ბევრი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები უკვე დავიწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ძველი ნაურუელების [[დამწერლობა|დამწერლობის]] უქონლობა უფრო აძნელებს ქვეყნის კულტურული სიმდიდრის შესწავლას.
 
=== კუნძულ ნაურუს კოლონიამდელი მოსახლეობის სოციალური ურგანიზება ===
ნაურუელთა ადრეული კულტურა დაფუძნებულია კუნძულზე მცხოვრები 12 ტომის კულტურაზე. ნაურუს ერთი საერთო ბელადი არ ჰყოლია, და თითოეულ ტომს ჰქონდა საკუთარი ისტორია. ტრადიციულად ტომები იყოფოდნენ გვარებად, და თითოეული ადამიანი იქ მიეკუთვნებოდა განსაზღვრულ კლასს: ''ტემონიბე'' (ნაურ. Temonibe), ''ემო'' (ნაურ. Emo), ''ამენენგამე'' (ნაურ. Amenengame) და ''ენგამე'' (ნაურ. Engame). ორი არაფრის მქონე კლასს ერქვა ''იტსიო'' (ნაურ. Itsio) და ''იტიორა'' (ნაურ. Itiora). ადამიანის რომელიმე კლასთან მიკუთვნების მთავარი ფაქტორი იყო დედის წარმოშობა. პრივილიგირებული მდგომარეობა ეკავა ტემონიბეს, რომლებსაც თევზაობის ნება ეძლეოდა და რომლებიც ფლობდნენ განსაზღვრულ მონაკვეთებს ზღვაზეც კი.
 
დასახლებების დიდი ნაწილი იმ დროს მდებარეობდა ზღვის ნაპირებზე, და მხოლოდ ზოგიერთი იყო განლაგებული ბუადას ტბის გარშემო. კუნძულელები ცხოვრობდნენ მცირე ნაკვეთებში, რომლებიც შედგებოდა ორი-სამი სახლისაგან. მათი უმრავლესობა ერთიანდება სოფლებად. სულ ნაურუზე იყო 168 სოფელი, გაერთიანებული 14 რაიონში, რომლებიც დღეისათვის ქმნის კუნძულის 14 ადმინისტრაციულ რაიონს.
 
ნაურუზე თითოეულ ოჯახს ეკუთვნოდა ნაკვეთი, ხოლო ზოგიერთს — ბუადას ტბასთან [[გუბე]]ები სათევზაოდ. მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა მემკვიდრეობით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან