ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 297:
 
მთლიანობაში, ნაურუ მხარს უჭერს მეგობრულ ურთიერთობებს [[ევროპის კავშირი|ევროპის კავშირთან]]. ევროპის ქვეყნები ამ წყნარი ოკეანის სახელმწიფოს ძირითადად ეხმარებიან [[ენერგეტიკა|ენერგეტიკის]] სფეროში.<ref>[http://ec.europa.eu/development/Geographical/RegionsCountries/Countries/Nauru.htm# ევროპის კავშირის ურთიერთობა ნაურუსთან] {{ref-en}}</ref>
 
== ეკონომიკა ==
 
=== საერთო დახასიათება ===
ფოსფორიტებით საკმაოდ მდიდარი ნაურუს რესპუბლიკა ერთ სულ მოსახლეზე არსებული შემოსავლით — 13 ათასი აშშ დოლარით 1970-იან — 1980-იან წლებში მიეკუთვნებოდა მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს. 1986 წელს [[მთლიანი ეროვნული პროდუქტი]] შეადგენდა 20 ათას აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. კუნძულის ეკონომიკა მაშინ ბევრად იყო დამოკიდებული მუშა ძალის მოზიდვაზე უცხოეთიდან, უპირველეს ყოვლისა, მეზობელი კუნძულოვანი ქვეყნებიდან — [[კირიბატი]]დან და [[ტუვალუ]]დან. იმ დროს ფოსფორიტების ექსპორტის ღირებულება ოთხჯერ აღემატებოდა იმპორტის ღირებულებას, ხოლო ძირითადი უცხოელი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი. უახლოეს პერიოდში ფოსფორიტების მარაგის გამოლევის გამო ერთადერთი სავალუტო შემოსავლების წყაროს დაკეტვის საშიშროებამ აიძულა ხელისუფლება ექსპორტიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაედო უცხოეთში უძრავ ქონებაში და სპეციალურ დაგროვების ფონდებში. მაგრამ, როდესაც ფოსფორიტების მარაგი თითქმის მთლიანად ამოიწურა, გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არასაკმარისად ზრუნავდა ქვეყნის მომავალზე.
 
ფოსფორიტების მოპოვებამ გამოიწვია დამანგრეველი ზემოქმედება კუნძულის ცენტრალური ნაწილის რელიეფზე და მცენარეულ საფარზე. 1989 წლისთვის ტერიტორიაზე, რომელსაც ეკავა დაახლოებით 75 %, მიმდინარეობდა ფოსფორიტების აქტიური მოპოვება, და ტყეების დაახლოებით 90 % განადგურდა (შენარჩუნდა მხოლოდ 200 ჰა მცენარეული საფარი). რაიმე ღონისძიებები მიწის [[რეკულტივაცია]]ზე არ ჩატარებულა, და XX საუკუნის ბოლოსთვის ხმელეთის 80 %-მდე დაემსგავსა უდაბნოს, რომელიც გვაგონებს «მთვარის პეიზაჟს».<ref>[http://horizon.documentation.ird.fr/exl-doc/pleins_textes/pleins_textes_5/b_fdi_30-30/31776.pdf გარემოს შესწავლის სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონალური პროგრამა. ფოსფორიტების მოპოვების ზემოქმედება წყნარი ოკეანის კუნძულების ეკოსისტემაზე. — ახალი კალედონია, ნუმეა: სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისია, 1989] {{ref-en}}</ref>
 
1989 წელს ნაურუს რესპუბლიკამ საჩივარი შეიტანა [[გაეროს საერთაშორისო სასამართლო]]ში ავსტრალიის მოქმედებაზე მისი მართველობის პერიოდში — და განსაკუთრებით მძიმე [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] შედეგებზე ფოსფორიტების მოპოვების გამო. ავსტრალია იძულებული იყო გადაეხადა კომპენსაცია. მადანის გამოლევამ მოიტანა ასევე პოლიტიკური არასტაბილურობა — 1989 წლიდან 2003 წლამდე ქვეყანაში 17-ჯერ შეიცვალა მთავრობა.
 
1990-იან წლებში კუნძული ნაურუ გადაიქცა [[ოფშორი|ოფშორულ]] ზონად. იქ დარეგისტრირდა რამდენიმე ასეული [[ოფშორული ბანკი]], რომლებშიც ირიცხებოდა მილიარდობით ამერიკული დოლარები, მათ შორის რუსეთიდანაც. საერთაშორისო ორგანიზაციების (კრიმინალური კაპიტალის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთაშორისი კომისია) ზეწოლისა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გამო ნაურუს რესპუბლიკა იძულებული იყო 2001 წელს შეეზღუდა, ხოლო 2003 წელს — აეკრძალა ოფშორული ბანკების მუშაობა და მიეღო ღონისძიებები [[ფულის გათეთრება|ფულის გათეთრების]] წინააღმდეგ.
 
ნაურუს რესპუბლიკა ყიდდა უცხოელი მოქალაქეების პასპორტებს (ეგრეთ წოდებული «ინვესტორის პასპორტი»), მაგრამ უკანასკნელ წლებში ამ პრაქტიკაზე უარი თქვა.
 
2003 წლის დასაწყისში ნაურუზე განვითარდა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტობის პრეტენზია ჰქონდა ორ პიროვნებას: [[რენე ჰარისი|რენე ჰარისს]] და [[ბერნარდ დოვიიოგო]]ს. არეულობის დროს დაიწვა პრეზიდენტის რეზიდენცია და გაითიშა სატელეფონო კავშირი. გარე სამყაროსთან კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ პორტში შესული გემის საშუალებით, რომელსაც გააჩნდა თანამგზავრული ტელეფონი.
 
ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო წლებში შედგება ავსტრალიური დახმარებებისაგან. საკუთარ ტერიტორიაზე ავსტრალიაში მოხვედრის მსურველი [[დევნილები]]ს შენახვა ქვეყნის მთავარი შემოსავალია, რომელსაც აფინანსებს ავსტრალია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან