ვლადიმერ ლენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
 
== იდეოლოგიური წვლილი ==
ვლადიმერ ლენინი [[მარქსიზმი]]ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიტიკოსიათეორეტიკოსია. მის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების ანალიზს იმ ისტორიული პერიოდში როცა ლენინი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მან განავითარა "იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიის" თეორია, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა კაპიტალისტების გლობალური პოლიტიკა, რომელიც ძირითადა მოგებაზე იყო ორიენტირებული. არსებული სისტემის რღვევისათვის ლენინმა მართებულად მიიჩნია რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოყვანა, რათა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო დასავლური კაპიტალის მონობისგან. მისი აზრით, რადიკალური ცვლილებები სხვა ქვეყნებსაც უნდა შეხებოდა, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის კრახი უნდა მოჰყოლოდა.
 
აღსანიშნავია ლენინის როლი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში. მისი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომია [["მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი"]], სადაც განხილულია მარქსიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და გაკრიტიკებულია სხვა ფილოსოფიური სკოლების თეორიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლენინის მიერ მარქსისტული დიალექტიკის დალაგება და მისი როგორც შემეცნების მეთოდად წარმოჩენა. [[დიალექტიკური მატერიალიზმი]] საბჭოთა კავშირის ოფიციალური ფილოსოფია გახდა და დასავლურ სამყაროსთან იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად იქცა.