ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 281:
 
2005 წლის 9 მაისს [[მაჯურო]]ში გაიმართა შეხვედრა ნაურუს პრეზიდენტ [[ლუდვიგ სკოტი|ლუდვიგ სკოტსა]] და ტაივანის პრეზიდენტ [[ჩენ შუიბიანი|ჩენ შუიბიანს]] შორის. ამ შეხვედრიდან უახლოეს ხანში, 14 მაისს, ოფიციალურად განახლდა დიპლომატიური ურთიერთობა ნაურუსა და ტაივანს შორის, რამაც გაართულა ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან<ref>[http://archives.pireport.org/archive/2005/may/05-16-06.htm ნაურუ ისევ ტაივანთან ერთად] {{ref-en}}</ref>. 31 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ნაურუსთან<ref>[http://www.fmprc.gov.cn/eng/ziliao/wjrw/3607/3613/t165759.htm Chinese Ambassadors to Nauru] {{ref-en}}</ref>. ტაივანი უწევს მნიშვნელოვან დახმარებას ნაურუს სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში, ტურიზმში.
 
==== ურთიერთობა ავსტრალიასთან ====
ნაურუს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები [[ავსტრალია]]სთან, რომელიც მთავარ როლს ასრულებს [[კომერცია|ვაჭრობის]] სფეროში და [[ინვესტიცია|ინვესტიციაში]]. ავსტრალიას ნაურუს რესპუბლიკაში ჰყავს გენერალური კონსული, ვიცე-კონსული და ავსტრალიის იმიგრაციის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი.<ref name="Department"/> ნაურუს რესპუბლიკას, თავის მხრივ, ჰყავს გენერალური კონსული [[მელბურნი|მელბურნში]].<ref name="Repr.">[http://www.un.int/nauru/foreignaffairs.html ნაურუს საერთაშორისო ურთიერთობები] {{ref-en}}</ref>
 
1993 წლის აგვისტოში ორივე ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შეთანხმების თაობაზე ({{lang-en|Compact of Settlement}}), რომელმაც დაამთავრა 1989 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი ნაურუსა და ავსტრალიას შორის [[გაეროს საერთაშორისო სასამართლო]]ში მიწების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელზეც იმართებოდა ფოსფორიტების დამუშავება დამოუკიდებლობის მიღებამდე. შედეგად ავსტრალიამ გადაუხადა ნაურუს 57 მილიონი ავსტრალიური დოლარი და შეპირდა გამოუყოს კიდევ 50 მილიონი 20 წლის განმავლობაში.<ref name="Department"/>
 
2001 წელს ორმხრივი ურთიერთობა გამყარდა შეთანხმებით, რომელიც ცნობილია როგორც «[[წყნარი ოკეანის შეთანხმება]]». ნაურუ დათანხმდა მიეღო თავისთან ავსტრალიაში თავშესაფრის მძებნელთა მეთვალყურეობის ქვეშ მფარველობის ცენტრები, ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. ეს შეთანხმება დამთავრდა 2007 წელს, [[კევინ რადი]]ს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, რამაც ნაურუში გამოიწვია შიში კუნძულის მომავალი შემოსავლების თაობაზე.<ref>[http://news.theage.com.au/world/nauru-hit-by-detention-centre-closure-20080207-1qs6.html Nauru 'hit' by detention centre closure]</ref> 2008 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ავსტრალიასა და ნაურუს შორის ყოფილი ეკონომიკური დახმარების მომავალთან დაკავშირებით კუნძულის განვითარების მიზნით. ნაურუს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრმა [[კირენ კეკე]]მ განაცხადა, რომ მის ქვეყანას «არ უნდა დახმარება წყალობის სახით».<ref>[http://www.saipantribune.com/newsstory.aspx?newsID=77648&cat=1 Saipan Tribune]</ref> 2008 წლის ივლისში ავსტრალიამ ვალდებულება აიღო მიეცა ნაურუსთვის 17 მილიონი დახმარების სახით შემდეგ ფინანსურ წელს.<ref>[http://www.radioaustralia.net.au/programguide/stories/200807/s2320592.htm Nauru signs $US27-million aid deal with Australia]</ref>
 
ნაურუ ასევე თანამშრომლობს ავსტრალიასთან რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებში, ნაურუს რესპუბლიკაში მდებარეობს ავსტრალიის იმიგრაციული ცენტრი.
 
დღეისათვის ავსტრალია ტაივანთან ერთად ნაურუს ერთ-ერთი ძირითადი დიპლომატიური და ეკონომიკური პარტნიორია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან