ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 217:
 
თავის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრები ირჩევენ სპიკერს და მის მოადგილეს, რის შემდეგაც თავისივე შემადგენლობიდან ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს.
 
==== აღმასრულებელი ხელისუფლება ====
ნაურუს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — [[ნაურუს პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]. 2013 წლის 11 ივნისიდან ექსპერიმენტის სახით ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება გაემიჯნა პრეზიდენტის და [[პრემიერ-მინისტრი]]ს თანამდებობები. პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის არჩევის წესი განსაზღვრულია ნაურუს კონსტიტუციით. პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ პარლამენტის წევრი. არჩევნები ტარდება ნაურუს პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. პრეზიდენტობის კანდიდატი არჩეულად ითვლება ხმების უბრალო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაა — 3 წელი, თანაც ერთი პირს არ შეუძლია ერთდროულად ეკავოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრის თანამდებობა. ვადის გასვლამდე უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს გადადგომის, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების უუნარობის ან [[იმპიჩმენტი]]ს გამო. პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა უნდა მისცეს პარლამენტის დეპუტატების ნახევარზე მეტმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემდეგ ინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე პარლამენტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თუ შვიდი დღის განმავლობაში ახალი პრეზიდენტი არ აირჩა, პარლამენტი ავტომატურად დაიშლება.
 
პრეზიდენტი პარლამენტის შემადგენლობიდან ადგენს მინისტრთა კაბინეტს, რომელიც შედგება არაუმეტეს 6 და არანაკლებ 5 [[მინისტრი]]სგან (პრეზიდენტის ჩათვლით). მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პარლამენტის წინაშე. კანონით დადგენილი წესების თანახმად, პრეზიდენტი აწესებს საგანგებო მდგომარეობას, წყვეტს შეწყალების საკითხებს, ნაურუს უზენაეს სასამართლოში ნიშნავს მოსამართლეებს, საოლქო სასამართლოებში რეზიდენტ-მაგისტრატებს (უზენაესი მოსამართლის თანხმობით).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან