კარლ ფრიდრიხ გაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: tr:Carl Friedrich Gauss is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 5:
 
== ახალგაზრდა გენიოსი ==
ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში გაუსი "მათემატიკოსთა„მათემატიკოსთა პრინცის"პრინცის“ ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ–ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ რიცხვთა ჯამი 1–დან 100–მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. ასეთი წყვილი კი სულ 50-ია. ასეთი მსჯელობით მან ძალიან სწრაფად მიიღო საბოლოო შედეგი – 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.
 
გაუსი წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით, დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში (Collegium Carolinum, ამჟამად [[ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი]]), სადაც ის [[1792]]-[[1795]] წლებში სწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად, ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. [[1795]]–[[1798]] წლებში გაუსი სწავლობდა [[გეტინგენის უნივერსიტეტი|გეტინგენის უნივერსიტეტში]].