მაკულატურა (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 31:
განსაკუთრებულად სტილიზებული რეჟისურით გადაღებული „მაკულატურა“ აერთიანებს ლოს-ანჯელესის მაფიოზების, მცირე კრიმინალებისა და იდუმალი ჩემოდნის ისტორიებს. სურათის დროის დიდი ნაწილი ეთმობა დიალოგებსა და მონოლოგებს, რომლებშიც ვლინდება პერსონაჟების იუმორის გრძნობა და მათი ცხოვრებისეული ხედვები. ფილმის სათაური გულისხმობს XX საუკუნის შუა წლებში პოპულარულ იაფფასიან ლიტერატურასა და ჟურნალებს, რომლებიც ცნობილი იყო გრაფიკულად ასახული ძალადობით და უხეში დიალოგებით. „მაკულატურა“ თვითციტირებას ახდენს პირველივე წუთებიდან, იწყება რა სატიტულო ბარათით, რომელზეც მოყვანილია სიტყვის ''pulp'' ორი განმარტება ლექსიკონიდან. სიუჟეტი, ისევე, როგორც ტარანტინოს ბევრ სხვა ნამუშევარში, მოვლენათა ქრონოლოგიას არ იცავს.
 
სურათის თვითუკუქცევა, არატიპიური სტრუქტურა და სხვა ნაშრომების ციტირებისა და [[პასტიში]]ს აღრევის გამო კრიტიკოსები ნამუშევარს უწოდებენ [[პოსტმოდერნისტული ფილმი]]ს მაგალითს. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის მიერ აღწერილი, როგორც [[შავი კომედია]],<ref name="washingtonpost.com"/> „მაკულატურა“ ხშირად აღწერილია, როგორც „[[კინო ნუარი#ნეო-ნუარი და კლასიკური სტილის ექოები|ნეო-ნუარი“]].<ref>See, e.g., Waxman (2005), p. 64; Silver and Ursini (2004), p. 65; Real (1996), p. 122.</ref> კრიტიკოსი [[ჯეფრი ო'ბრაიენი]] ამ აზრს ასე ეწინააღმდეგება: „ძველი დროის ნუარის ვნებანი, მძიმე მელანქოლია და სიკვდილის საოპერო სტილის სცენები უადგილო იქნებოდა მყიფე და კაშკაშად განათებულ საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც ტარანტინოს ჯადოქრობამ შექმნა. [იგი არ არის] არც ნეო-ნუარი, არც პაროდია ნუარზე.“<ref name=OB90>O'Brien (1994), p. 90.</ref> [[ნიკოლას კრისტოფერი]] ასევე უწოდებს ფილმს „უფრო მეტად კრიმინალურ კომედიას, ვიდრე ნეო-ნუარს“. <ref>Christopher (2006), p. 240. აგრეთვე იხილეთ რუბინი (1999), გვ. 174–5.</ref> [[ფოსტერ ჰირში]]ს აზრით, ფილმს „მეოცნებე ლანდშაფტი“ უფრო კარგად აღწერს, ვიდრე, რომელიმე სხვა ჟანრის სახელი<ref>Hirsch (1997), p. 359.</ref>. „მაკულატურას“ თვლიან ფილმად, რომელმაც შემდგომში გამოსულ სურათებზე დიდი გავლენა იქონია. მისმა წარმოებამ, მარკეტინგმა, დისტრიბუციამ და შემოსავლიანობამ იქონია გადამწყვეტი გავლენა [[დამოუკიდებელი კინო]]ს სფეროზე. „მაკულატურა“ კულტურულ წყალგასაყარადაც ითვლება და მისი გავლენა შეიმჩნევა მედიის ბევრ სფეროში. იგი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. [[2013]] წელს [[კონგრესის ბიბლიოთეკა]]მ „მაკულატურა“ შეიყვანა [[ფილმების ეროვნული რეესტრი|ფილმების ეროვნული რეესტრში]], როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიურად მნიშვნელოვანი“ ნამუშევარი.<ref name="2013Add">{{cite press release|title=Library of Congress announces 2013 National Film Registry selections |publisher=Washington Post|date=18 დეკემბერი, 2013|url=http://www.washingtonpost.com/entertainment/movies/library-of-congress-announces-2013-national-film-registry-selections/2013/12/17/eba98bce-6737-11e3-ae56-22de072140a2_story.html?tid=hpModule_ef3e52c4-8691-11e2-9d71-f0feafdd1394}}</ref>
 
== სიუჟეტი ==