ანტონიო ვივალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
ანტონიო ვივალდი დაიბადა [[1678]] წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ [[მიწისძვრა]]სთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.
 
ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ვაჯაჯოვანიჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი ''Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia''-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი.
როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.