ისრაელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
176.73.254.147-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 76:
{{ციტატა|უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.|[[დაბადება (ბიბლია)|დაბ.]]: 32,28}}
პირველი არქეოლოგიური არტეფაქტი, სადაც სიტყვა „ისრაელია“ მოხსენიებული, [[მერნეპტაჰას სტელა]]ა, რომელიც [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეშია]] შესრულებული და ძვ. წ. XIII საუკუნითაა დათარიღებული<ref>ბარტონი, ჯონ; ბოუდენი, ჯული (2004), The Original Story: God, Israel and the World. გვ. 126.</ref>.
 
== ისტორია ==
=== ისტორიული ფესვები ===
{{წყარო}}
[[ფაილი:Vista general de Masada.jpg|thumb|left|[[მასადა]] მდებარეობს [[იუდეის უდაბნო]]ში. ისრაელის ეროვნული სიმბოლო]]
ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე ([[პალესტინა]]ში) მდებარეობს. [[თორა|თორის]] მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა [[ისრაელის სამეფო|ისრაელის გაერთიანებული სამეფო]] (მე-11 საუკუნის მიწურულიდან მე-10 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე)<ref>მაიერსი, ქეროლი, სტატია "Kinship and kingship: the early monarchy", მაიკლ დ. ქუგენის (რედაქტორი) (1998) წიგნიდან {{cite book|last=coogan|first=michael d., ed.|title= "The Oxford History of the Biblical World"|publisher=Oxford University Press|year=1998|url=http://books.google.com.au/books?id=zFhvECwNQD0C&dq=The+Oxford+History+of+the+Biblical+World&printsec=frontcover#v=onepage&q&f=false}} ISBN 0-19-508707-0 გვ.169</ref>; შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება<ref>მილერი, ჯეიმზ მაქსუელი; ჰეიზი, ჯონ ჰერალსონი. {{Cite book|last=Miller|first=James Maxwell|last2=Hayes|first2=John Haralson|title=A History of Ancient Israel and Judah|publisher=Westminster John Knox Press|year=1986|isbn=0-664-21262-X|url=http://books.google.com.au/books?id=uDijjc_D5P0C&dq=A+history+of+ancient+Israel+and+Judah+By+James+Maxwell+Miller,+John+Haralson+Hayes&printsec=frontcover#v=onepage&q=&f=false}}გვ. 236</ref>, სამხრეთში კი [[იუდეის სამეფო]]. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვით [[პირველი საუკუნე|პირველ საუკუნეში]] განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენიმეჯერ შეწყვიტა არსებობა.
 
უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, [[პომპეუსი]]ს მიერ [[იერუსალიმი]]ს აღების შედეგად, [[იუდეის სამეფო]] [[რომის იმპერია]]ს დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.
 
132 წელს [[ბარ-კოხვა]]ს მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. [[მე-9 საუკუნე]]მდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.
 
[[მე-4 საუკუნე|მე-4 საუკუნიდან]] [[მე-20 საუკუნე]]მდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო [[პალესტინა|პალესტინის]] სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. [[შუა საუკუნეები]]ს მიწურულიდან [[ებრაელები]] შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. [[მე-19 საუკუნე|მე-19 საუკუნიდან]], [[სიონიზმი|სიონისტური]] მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.
 
=== სიონისტური მოძრაობა და გზა ახალი სახელმწიფოებრიობისაკენ ===
{{წყარო}}
[[ფაილი:Herzl-balcony.jpg|thumb|left|[[თეოდორ ჰერცლი]], სიონიზმის დამაარსებელი. 1901]]
[[მე-19 საუკუნე]]ში [[სიონიზმი|სიონისტური]] მოძრაობა დაარსდა; მან მიზნად დაისახა „ისრაელის მიწაზე ებრაელი ერისათვის ერთა ოჯახში [შემავალი] სამშობლოს ჩამოყალიბება“, როგორც [[1897]] წელს [[ბაზელი|ბაზელში]] გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე იყო დეკლარირებული. ამ სწრაფვას მალე „ბაზელის გეგმა“ ეწოდა.
 
[[სიონიზმი|სიონისტური]] მოძრაობის დამაარსებელი [[ბინიამინ ზეევ ჰერცლი]] იყო. ის ამ მოძრაობას უძღვებოდა [[1897]] წლის კონგრესიდან მის გარდაცვალებამდე, [[1904]] წელს. სიონისტური მოძრაობის დაარსებამდეც მოღვაწეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი სიონისტი მოაზროვნეები, როგორც [[მოშე ჰესი]], [[იეჰუდა ლევ პინსკერი]] და „[[ახად ჰა'ამი]]“, მაგრამ ჰერცლმა პირველმა გააერთიანა ერთ ორგანიზაციაში სიონისტური იდეის მომხრე სხვადასხვა ქვეყნის [[ებრაელები]]. ის აგრეთვე პირველი სიონისტი მოღვაწე იყო, რომელიც სიონისტური იდეის განსახორციელებლად [[დიპლომატია|დიპლომატიურ]], [[პოლიტიკა|პოლიტიკურ]] და [[ეკონომიკა|ეკონომიკურ]] სფეროებში მოქმედებდა, თანაც საჯაროდ.
 
[[ბინიამინ ზეევ ჰერცლი|ჰერცლის]] გარდაცვალების შემდეგ [[სიონიზმი|სიონისტური]] მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოღვაწე [[ხაიმ ვაიცმანი]] იქცა. ვაიცმანის ძალისხმევის შედეგად [[1917]] წელს გამოქვეყნდა „[[ბალფურის დეკლარაცია]]“, რომლის მიხედვითაც [[ბრიტანეთის იმპერია]] მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე ([[პალესტინა]]ში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული სახლის“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში ებრაული სახელმწიფოს დაარსება არ იგულისხმებოდა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ისრაელის მიწაზე [[ებრაელები|ებრაელთა]] დასახლებაში, თანაც სიონისტური მოძრაობის აღიარებას ამ საქმის ხელმძღვანელად და ებრაელი ხალხის წარმომადგენლად. ეს სიონისტური მოძრაობის პირველი საერთაშორისო მიღწევა იყო. დიპლომატიური მოღვაწეობის პარალელურად პრაქტიკულ სიონისტურ ღონისძიებებსაც ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად მზარდ ებრაულ ემიგრაციაში, ისრაელის მიწაზე/[[პალესტინა]]ში მიწების შესყიდვაში და ახალი ებრაული დასახლებების შექმნაში გამოიხატებოდა.
 
[[1917]] წელს, [[პირველი მსოფლიო ომი]]ს მსვლელობისას, [[ბრიტანეთი|ბრიტანელებმა]] ისრაელის მიწიდან/[[პალესტინა|პალესტინიდან]] თავიანთი მტერი ოსმალო-[[თურქები]] განდევნეს; ამით დასრულდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ოთხსაუკუნოვანი ბატონობა ამ ქვეყანაში.
[[1920]] წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. 1920 წელს ისრაელის მიწა/პალესტინა (დღევანდელი [[იორდანია|იორდანიის]] ტერიტორიის ჩათვლით) [[ანტანტა|თანხმობის]] სახელმწიფოთა კავშირის საბჭომ (ეს [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო) ოფიციალურად გადასცა [[ბრიტანეთის იმპერია]]ს დროებითი მმართველობის მანდატით; [[1948]] წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა საგანგებოდ დანიშნული უზენაესი კომისრის ხელმძღვანელობით.
 
თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭოსავე გადაწყვეტილების თანახმად [[1920]] წელს ისრაელის მიწის ებრაული სააგენტო დაარსდა, როგორც ქვეყნის ახალი [[ბრიტანეთი|ბრიტანული]] სამოქალაქო ხელისუფლების მრჩეველი ორგანო [[ებრაელები|ებრაელებთან]] ურთიერთობაში. იმავე წელს ისრაელის მიწის/[[პალესტინა|პალესტინის]] ებრაელთა ინიციატივით სხვა ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა - [[ისრაელის ქნესეთი]]. ამ ორგანიზაციის უზენაეს ორგანოდ [[არჩეულთა კრება]] შეიქმნა. კრების დეპუტატთა არჩევნები [[1920]], [[1925]], [[1931]] და [[1944]] წლებში გაიმართა ისრაელის მიწის ებრაელთა შორის. არჩეულთა კრება აღმასრულებელ კომიტეტს ირჩევდა, რომელსაც [[ეროვნული კომიტეტი]] ეწოდებოდა. ეს კომიტეტი ისრაელის მიწის ებრაელთა საშინაო საქმეების გამგებლობას და ებრაელთა ბრიტანული ხელისუფლების წინაშე წარმომადგენლობას კისრულობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის ებრაულ სააგენტოსთან შედარებით სუსტი ორგანო აღმოჩნდა. ბრიტანელებმა მხოლოდ [[1928]] წელს სცნეს ისრაელის ქნესეთი, არჩეულთა კრება და ეროვნული კომიტეტი.
 
[[1921]] წელს ბრიტანელებმა ისრაელის მიწას/[[პალესტინა]]ს [[ტრანს-იორდანია]] მოსწყვიტეს და იქ ახალი არაბული საამირო ჩამოაყალიბეს, რომელიც [[1944]] წლამდე (დამოუკიდებლობამდე) ამიერიორდანიის მსგავსად ბრიტანელი უზენაესი კომისრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულების შემდეგ იმიგრაციული ტალღების შედეგად დაარსებულ ებრაულ დასახლებებსა და უბნებს ზრდა-განვითარებისა და აყვავების ხანა დაუდგა. [[1919]]-[[1929]] წლებში, იმიგრაციის მასშტაბების ზრდამ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. 1929 წელს, მე-16 მსოფლიო სიონისტურმა კონგრესმა ებრაულ დასახლებათა განვითარების დაჩქარება გადაწყვიტა. ამ დავალების შესრულებაში [[ებრაული სააგენტო]] [[ეროვნული კომიტეტი|ეროვნულ კომიტეტზე]] უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ებრაულმა სააგენტომ გადაწყვიტა სააგენტოში გაწევრიანების საშუალებით მოეზიდა არა-სიონისტი საზღვარგარეთელი [[ებრაელი]] ფილანთროპები, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ ებრაული დასახლების დაფინანსებაში. ამის კვალდაკვალ მრჩეველმა ებრაულმა სააგენტომ რეორგანიზაცია გაიარა; იგი გაფართოვდა და საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციად იქცა, რომელმაც მისი ძალისხმევის შედეგად დაფინანსებული [[სიონიზმი|სიონისტური]] ღონისძიებების ხელმძღვანელობაც იკისრა. ამგვარად, ებრაული სააგენტო ამ ღონისძიებათა დამგეგმავი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა ისრაელის მიწაზე, თან მასზე სუსტ ეროვნულ კომიტეტთან ერთად ამ ქვეყნის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა სახელმწიფოს დაარსებამდე.
 
ისრაელის მიწაზე/[[პალესტინა]]ში ებრაულ დასახლებას ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და ზოგჯერ [[ტერორი]]ს საშუალებით ებრძოდა. ამ წინააღმდეგობას [[ებრაელები]] ძირითადად თავდაცვითი ზომების მიღებით პასუხობდნენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ებრაული იატაკქვეშური ორგანიზაციის მეომრები ხანდახან არამებრძოლ არაბებსაც ესხმოდნენ თავს. არაბთა დასამშვიდებლად [[ბრიტანეთი|ბრიტანელები]] ცდილობდნენ რამდენადმე შეემცირებინათ ებრაული იმიგრაციის მასშტაბები, მაგრამ მათ ძალისხმევას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია; მხოლოდ არაბთა [[1936]] -[[1939]] წლების ამბოხების კვალდაკვალ, ბრიტანელებმა 1939 წლიდან დიდად შეზღუდეს ებრაული იმიგრაცია. ებრაელები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად იმიგრირებას, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.
 
[[1935]]-[[1938]] წლებში, ებრაული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი [[დავიდ ბენ-გურიონი|დავიდ ბენ-გურიონს]] ეკავა, რომელიც აგრეთვე ლეიბორისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბენ-გურიონი მტკიცედ მოითხოვდა ისრაელის მიწაზე/[[პალესტინა]]ში ებრაული სახელმწიფოს დაარსებას, ქვეყნის ორად გაყოფის ფასადაც კი (ებრაელთა და ადგილობრივ არაბთა შორის). [[1942]] წელს, [[ბოლტიმორი]]ს კონფერენციაზე, მსოფლიო [[სიონიზმი|სიონისტურმა]] ორგანიზაციამ დაამტკიცა ბენ-გურიონის პოლიტიკური გეგმა.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, [[ნაციზმი|ნაცისტების]] მიერ დევნილი [[ებრაელები]] არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ შეიფარა, ხოლო ისრაელის მიწაზე/[[პალესტინა]]ში ჩასვლას მათ [[ბრიტანეთი|ბრიტანელები]] უკრძალავდნენ; [[ჰოლოკოსტი]]ს ფართო მასშტაბი ნაწილობრივ ებრაელთა ამ მიუსაფრობამ განაპირობა. ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო ჰოლოკოსტზე; მან ისიც შეიცნო, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი მისი გულგრილობის გამო დაიღუპა და ისრაელილის მიწა/პალესტინა მრავალ ლტოლვილ [[ევროპა|ევროპელ]] [[ებრაელები|ებრაელს]] შეიკედლებდა ებრაული სუვერენიტეტის შემთხვევაში. ყოველივე ამან საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ საჭიროა ისრაელის მიწის/[[პალესტინა|პალესტინის]] ნაწილი ებრაული სახელმწიფოსათვის გამოიყოს (ქვეყანაში [[ბრიტანეთი|ბრიტანული]] მმართველობის დასრულებისთანავე).
 
[[1947]] წლის 29 ნოემბერს, [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]მ მიიღო რეზოლუცია 181, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიწაზე/[[პალესტინა]]ში უნდა დაარსებულიყო ორი სახელმწიფო: ერთი ებრაელთათვის და მეორე ადგილობრივი არაბებისათვის.
 
ებრაული სახელმწიფოს ფარგლებში უნდა მოქცეულიყო ჩრდილო მთაგორიანი რეგიონის, [[გალილი]]ს, აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთის ხეობები, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი, შუა და სამხრეთ [[ნეგევი]]ს უდაბნოები და აგრეთვე, ნეგევის აღმოსავლეთით მდებარე სტეპი - [[არავა]]. ადგილობრივ არაბებს უნდა რგებოდათ გალილის დასავლეთი მხარე, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპირო ზოლის სამხრეთი ნაწილი და უკიდურესი ჩრდილო მონაკვეთი, მდინარე [[იორდანე|იორდანის]] ხეობა და დასავლეთ ნაპირი (ძველებრაული [[იუდეა]] და [[სამარია]]), ჩრდილოეთ ნეგევი და ნეგევის უკიდურესი დასავლეთი. [[იერუსალიმი]]სა და [[ბეთლემი]]ს ურთიერთმოსაზღვრე რაიონებს (ქალაქების ჩათვლით) უნდა შეედგინა [[გაერო]]ს მფარველობის ქვეშ მყოფი ნეიტრალური ზონა.
 
ებრაული სააგენტო, რომელიც ისრაელის მიწის/[[პალესტინა|პალესტინის]] ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა, დასთანხმდა ქვეყნის გაყოფის გეგმას, ადგილობრივმა არაბებმა კი გადაწყვიტეს არ დამორჩილებდნენ გაეროს რეზოლუციას და არ დაეშვათ ებრაული სახელმწიფოს შექმნა. ადგილბრივ არაბთა უკმაყოფილება მალე მათი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებში გადაიზარდა; დაიწყო [[1947]]-[[1949]] წლების ებრაულ-არაბული ომი.
 
=== მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია ===
[[ფაილი:Knesset building (edited).jpg|thumb|300px|ქნესეთი შენობა]]
* [[1948]] — ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება;
* [[1948]]-[[1949|49]] — ომი დამოუკიდებლობისათვის, დასავლეთ იერუსალიმის შეერთება;
* [[1948]]-[[1952|52]] — [[ვაიცმანი, ხაიმ|ხაიმ ვაიცმანი]], ისრაელის პირველი პრეზიდენტი;
* [[1949]]-[[1953|53]] — [[დავიდ ბენ-გურიონი]], ისრაელის პირველი პრემიერი;
* [[1949]] — ისრაელის მიღება [[გაერო]]ში;
* [[1956]] — სინაის კამპანია და ლიბანის კრიზისი;
* [[1967]] — ექვსდღიანი ომი, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და სხვა ტერიტორიების შეერთება;
* [[1968]]-[[1971|71]] - ახალი ებრაულ-არაბული კონფლიქტი;
* [[1973]] — ომი სირია-ეგვიპტესთან;
* [[1978]] — კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;
* [[1982]] — ოპერაცია „შლომ- ა-გალილ“, პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;
* [[1994]] — პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.
 
== გეოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისრაელი“-დან