დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
== ისტორია ==
 
დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად [[XII საუკუნე]]ში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე [[თამარ მეფე|თამარი]]სა და [[დავით სოსლანი]]ს ქორწინებისა და [[შამქორის ბრძოლა 1195 |შამქორის ბრძოლის]] ([[1195]]) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიწერს. [[XII საუკუნე]]ში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. დიდუბეში [[არაგვი]]დან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
 
[[XVII საუკუნე]]ში, [[ვახტანგ V]]-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ [[ავჭალა|ავჭალიდან]] რუ გამოიყვანეს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის [[გიულდენშტედტი, იოჰან ანტონ|ი. ა. გიულდენშტედტის]] მიერ შედგენილ რუკაზე ([[1772]]) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი“. [[1818]] წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. ამ დროიდან დიდუბის ამ ნაწილს [[ალექსანდერდორფი]] ეწოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან