ფაუ-2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 136:
1945 წლის ოქტომბერში ინგლისელებმა შეაგროვეს რამდენიმე ფაუ-2 და ჩრდილო გერმანიაში მყოფი ერთ-ერთი ადგილიდან სამი მათგანი გაუშვეს. ამ გაშვების მოხსენებაში ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი ამ რაკეტების ტექნიკური მახასიათებლები, საწვავის შემადგენლობა, მისის ტრანსპორტირების საშუალებები და ა. შ. ამ გაშვებების მერე გერმანელი ინჟინრები თანახმანი იყვნენ აშშ-ში გადასვლაზე და ამერიკელებმა ძვირფასი ტვირთი მიიღეს.
 
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის რაკეტული პროგრამა დამყარებული იყო გამოუყენებელი ფაუ-2 გაშვებებზე, რომელთა რიცხვმა 60 გადააჭარბა. [[1946]] წელს დაიწყო ფაუ-2 გაშვებები, კოსმოსში (სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე) გაუშვეს ცხოველები, სხვადასსხვასხვადასხვა სახის მწერები რადიაციის ზემოქმედების შესასწავლად. ზოგიერთი ფაუ-2 აღჭურვილი იყო WAC რაკეტით. [[1949]] წლის [[24 თებერვალი|24 თებერვალს]] ასეთმა რაკეტამ მიაღწია 400 კილომეტრ სიმაღლეს და მისმა სიჩქარემ 8290 კმ/სთ მიაღწია. ბევრი ასეთი რაკეტის გაშვება მშვიდობიან მიზანს ემსახურებოდა, მაგალითად ატმოსფეროს ზედა ფენების გამოკვლევას.
 
[[ფაილი:Bumper8 launch-GPN-2000-000613.jpg|thumb|300px|ფაუ-2 გაშვება აშშ-ში]]
ფონ ბრაუნი სამუშაოდ გადავიდა აშშ არმიის [[რედსტოუნი]]ს არსენალში [[ალაბამა|ალაბამის]] შტატში, [[1950]] წელს. იგი ძალიან მალე გახდა თითქმის ყველა ამერიკული რაკეტის „მამა“, როგორიც იყო „რედსტოუნი“, „[[იუპიტერი]]“, „[[იუპიტერი-ც]]“, „[[პერშინგი]]“ და „[[სატურნი]]“.
 
საბჭოთა კავშირმა ასევე ჩაიგდო ხელთ ფაუ-2 და მასზე მომუშავე სპეციალისტები. მათთან სამუშაო კონტრაქტს ხელი 1945 წლის ზაფხულში მოეწერა ხელი. 1946 წელს ისინი აიძულეს გადასულიყვნენ მოსკოვთან ახლოს, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 250 ინჟინერის შემადგენლობით. პირველი საბჭოთა რაკეტა გახდა [[რ-1]], რომელიც გერმანული ფაუ-2 ზუსტი ასლი იყო. ამის შემდეგ საბჭოთა ინჟინრებმა შექმნეს მრავალი სხვადასხვა რაკეტა.
 
სსრკ-ში მყოფი გერმანელი სპეციალისტების მიერ შექმნილი რაკეტები შექმნისთანავე არ იშვებოდა წარმოებაში. მათ დადებით ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს საბჭოთა ინჟინრები ათავსებდნენ თავიანთ ნიმუშებთან. ამ გზით საბჭოთა კავშირმა რაკეტმშენებლობაში საკუთარი გამოცდილება დააგროვა. გერმანელი სპეციალისტები კი 50-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდნენ გერმანიაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა სპეციალისტებმა მთლიანად მიიღეს მათთვის საჭირო გამოცდილება გერმანელი სპეციალისტებისგან.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაუ-2“-დან