მარკუს ავრელიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
მარკუს ავრელიუსი [[ისტორია]]ში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს [[რომი|რომში]], წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში , რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ [[ანტონინუს პიუსი]]სა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.
 
მიუხედავად იმისა, რომ მარკუს ავრელიუსს, ზოგადად, დადებით პიროვნებად ახასიათებენ, იგი რომის იმპერატორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქრისტიანთა დევნით.<ref>Paul Keresztes: War Marc Aurel ein Christenverfolger?. In: Richard Klein (Hrsg.): Marc Aurel. Wiss. Buchges., Darmstadt 1979, ISBN 3-534-07802-0, გვ. 261–303.</ref>
 
== ლიტერატურა ==