მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
=== ფილოლოგია ===
მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე). გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) "ძველი„ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები"ტაბულები“ ([[1908]]), "ჭანურის„ჭანურის გრამატიკა"გრამატიკა“ ([[1910]]), "ძველი„ძველი ქართული სალიტერატურო ენა"ენა“ ([[1925]]), "ქართული„ქართული ენა"ენა“ (ფრანგულად, [[მორის ბრიერი|მ. ბრიერთან]] ერთად, [[1931]]), რიგი საყურადღებო წერილებისა [[სვანური ენა|სვანური ენის]] შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მარმა ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო [[აფხაზური ენა|აფხაზურს]] და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მარის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ ([[1911]]-[[1919]]). მარმა [[1921]] წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური ([[1922]]-იდან — "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც [[1933]] შეცვალა "ენისა„ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა"ინსტიტუტმა“. მარის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები "Тексты„Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии"филологии“, 1900-1913; "Материалы„Материалы по яфетическому языкознанию"языкознанию“, "Яфетический„Яфетический сборник"сборник“, 1922-1932; "Язык„Язык и мышление"мышление“, 1933-1949; "Христианский„Христианский Восток"Восток“, "Bibliotheca„Bibliotheca Armeno-Georgica"Georgica“, "Monumenta„Monumenta hagiographica Georgica"Georgica“ და სხვა.
 
[[ფაილი:Marr.jpg|left|frame|ნ. მარი (სიბერეში)]]
 
=== მწერლობა და კულტურა ===
მარმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლის ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“ ([[1896]]), [[იპოლიტე რომაელი]]ს „თარგმანებია ქება-ქებათაჲ“ ([[1901]]), [[ბასილი კესარიელი]]ს „ფიზიოლოგი“ ([[1904]]), [[ანტიოქე სტრატიგი]]ს „იერუსალიმის წარტყვევნის“ არაბული ტექსტის ქართული თარგმანი ([[1909]]), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულეს]] „[[გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება]]“ (1911). [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწისადმი]] მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО ტ. XIX, 1909) მარმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ შესწავლას.