კარლ ჯონსონი (Grand Theft Auto): განსხვავება გადახედვებს შორის

(მომხმარებელმა Henry McClean გვერდი „კარლ "სიჯეი" ჯონსონი“ გადაიტანა გვერდზე „კარლ „სიჯეი“ ჯონსონი“)
აღმოჩნდა, რომ სიჯეის არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური
სანტოს ვაგოსი ინაწილებდნენ. სიჯეი ცდილობდა, მოეგვარებინა ბანდის ყველა საქმე. ამ დროს მისი და კენდლი ლათინოამერიკული ბანდის, ვარრიოს ლოს აცტეკასის ლიდერს, ლეროი „ცეზარ“ ვიალპანდოს ხვდებოდა. სვიტი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან არ სურდა, რომ კენდლი მტრულ ბანდასთან დაახლოვებულიყო და დაღუპულიყო, ამიტომ სათვალთვალოდ სიჯეის გააგზავნა. მისი ეჭვები არ გამართლდა - ცეზარი აღმოჩნდა ფრიად სასიამოვნო ბიჭი, რომელიც, როგორც გრუვ სტრიტის ოჯახები, ეწინააღმდეგებოდა ნარკოტიკებს, აგრეთვე მართავდა ლოურაიდერების კონკურსებს და ქუჩის რბოლებს. მალე ცეზარი და სიჯეი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. ცეზარმა მალევე დაუმტკიცა კარლს, რომ სიჯეის მეგობრები ბიგ სმოუკი და რაიდერი ბანდას ღალატობდნენ. ამ დროს C.R.A.S.H.-ის დეპარტმენტმა გადაწყვიტა,
სიჯეი ქალაქიდან მოეშორებინა, რადგან მან საკმაოდ ბევრი იხილა და გაიგო. სვიტი ციხეში ჩასვეს, ხოლო სიჯეი გააგზავნეს ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში, ეინჯელ-პეინში. იქვე მიემგზავრებიან სახლდაკარგული ცეზარი და კენდლი.რაღაც დროით სიჯეი მუშაობს კატალინასთან, ცეზარის ბიძაშვილთან. ეს სწორედ ის კატალინაა თამაშის მესამე ნაწილიდან.
 
==სქოლიო==
10

რედაქტირება