ციტრუსოვანი კულტურები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(removing old-formated (incorrect) interwiki)
ყველა სახეობის ციტრუსოვანი კულტურების ღეროზე აქვს სხვადასხვა დონეზე განვითარებული მარტოული ეკლები; მკვრივი, მუქი მწვანე, კვერცხისებრიდან მოგრძო ლანცეტისებრამდე ფორმის [[ფოთოლი]], ფოთლის იღლიაში ცალკეულად განლაგებული ყვავილები, რომლებიც ზოგჯერ შეკრებილია პატარა ყვავილედებად. ყვავილედი თეთრია (ლიმონისა და [[ციტრონი]]ს — მოვარდისფრო), არომატული, ორსქესისანი. [[ნასკვი]] — მრავალბუდიანი [[კენკრა]]. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფის]] ფორმა ძლიერ ცვალებადია როგორც სახეობის, ასევე ჯიშის ფარგლებში. თესლი ბევრია (32-მდე და მეტი). ზოგ სახეობას (მანდარინი უნშიუ, ფორთოხალი [[ვაშინგტონ-ნაველი]] და სხვა) თესლის ჩანასახი უჩნდება დამტვერვის გარეშე — პართენოკარპულად.
 
ციტრუსოვანი კულტურებს დიდი ფართობი უკავია [[აშშ]]-ში, ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში, [[იაპონია]]ში, ინდოეთში, [[პაკისტანი|პაკისტანში]], [[ავსტრალია]]ში, აფრიკის და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ყოფილ [[სსრკ]]-ში ციტრუსოვანი კულტურების ფართობი 28 ათასს [[ჰა]] შეადგენა (1985). მსოფლიოში ციტრუსების წარმოება 1985-2005 წლებში სწრაფად გაიზარდა. 2005 წელს მან რეკორდულ მაჩვენებელს, 113 მილიონ ტონას მიაღწია. ყველა სახის ციტრუსების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა [[ჩინეთი]] (მანდარინი და ფორთოხალი), შემდეგ [[მექსიკა]] (ფორთოხალი და ლაიმი), [[ესპანეთი]] (ფორთოხალი, კლემენტინი, ლიმონი), [[არაბეთის გაერთიანებული საამიროები]] (ფორთოხალი და ლიმონი), [[არგენტინა]] (ლიმონი და ფორთოხალი), [[ავსტრალია]] (ფორთოხალი და ლიმონი) და [[ჩილე]] (ფორთოხალი და ლიმონი).
 
==ციტრუსოვანი კულტურები საქართველოში==
 
[[საქართველო]]ში ციტრუსოვანი კულტურები ცნობილია XII საუკუნიდან. პირველად მისი ინტროდუქცია მოხდა XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში ციტრუსოვანი კულტურები ნარგაობათა 90%-ზე მეტი მოდიოდა დასავლეთ საქართველოზე, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავდათ მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიოფრუტი და სხვა. ციტრუსების გავრცელებისა და ახალი ჯიშების გამოყენებისათვის ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას ეწევიან ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც დაამუშავეს ციტრუსოვანი კულტურების ნარგაობათა მოვლა-პატრონობისა და აგროტექნიკური პროგრამის ღონისძიებანი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ლანჩხუთი, ვანი, გურჯაანი, ლაგოდეხი და სხვა) ლიმონის უხვ მოსავალს იღებენ მარტივი ტიპის ლიმონარიუმებში. მაგ., [[ლანჩხუთის რაიონი]]ს სოფ. სუფსაში ძირიდან 50%-მდე მაყოფი იკრიფება (ბ. სარჯველაძე). მიღებულია უხვმსმოიარე და საადრეო ნაგალა მანდარინის ჯიშები, ყინვა- და მალსეკოგამძლე ლიმონი „დიოსკურია“ (ფ. მამფორია და სხვა) ჭიპიანი ფორთოხალი; შემუშავებულია სტანდარტული ნერგების პოლიეთილენის პარკებში მიღების აგროტექნიკა. ციტრუსოვანი კულტურების გაშენება დაიწყეს [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] ლენქორანის რაიონში, სადაც მოჰყავთ მანდარინი. მცირე ფართობი უჭირავს ამ კულტურებს სოჭის რაიონშიც. ლიმონის წარმოების დარგში დიდი მუშაობა ჩატარდა [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], სადაც ტრანშეებში ყოველწლიურად 10 მლნ-მდე ნაყოფი მოჰყავთ.