თხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 44 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q145889
No edit summary
ხაზი 19:
 
დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად. ერთ-ორწლიან ღეროს — წნელად, კალათების, [[გოდორი|გოდრების]], ლახტების დასაწნავად. [[დათვისთხილა]] და ''პონტოური თხილი'' (Corylus pontica) იზრდება [[გურია]]სა და [[აჭარა]]ში; ''იმერული თხილი'' (Corylus imeretina), [[კოლხური თხილი]] და ''კახური თხილი'' (Corylus cachetica) საქართველოს [[ენდემები|ენდემებია]].
 
თხილის გული შეიცავს 5%-მდე წყალს, 60-70% ცხიმებს, 15-16% ცილებს. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, კალორიულობით იგი 2-3-ჯერ აჭარბებ [[ხორბალი|ხორბალს]], 3-5-ჯერ [[ხორცი|ხორცს]]. ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობასა და ტექნიკაში უმაღლესი ხარისხის საპოხი ზეთების მისაღებად. მისი სასაქონლო-საექსპორტო პროდუქტის დადებითი მხარეა ვარგისიანობის ხანგრძლივი ვადა, მაღალი ტრანსპორტაბელურობა.
 
თხილის კულტურის განვითარების ერთ-ერთ კერად ითვლება [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპირო, [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ქვეყნები. საქართველოში თხილი მაღალ მოსავალს იძლევა [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობის]] ზონაში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თხილი“-დან