ვიკიპედია:ბლოკირება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
თუ ადმინისტრატორი კონფლიქტურ სიტუაციაშია მომხმარებელთან ან წარმოადგენს მუქარის, შეურაწყობისა და სხვა საზიანო მოქმედების ადრესატს, მან თავი უნდა შეიკავოს ბლოკირებისგან და მიმართოს სხვა ადმინისტრატორებს. გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაციები, როდესაც მომხამრებლის დესტრუქტიული ქმედება აშკარა და უდავოა (ვანდალიზმის, [[ვიკიპედია:თანამედროვე პიროვნებების ბიოგრაფიები|თანამედროვეთა ბიოგრაფიების]] წესების დარღვევის და სხვა მოქმედებების დროს), ასევე სიტუაციები, როდესაც მონაწილე სისტემატიურად ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას სხვადასხვა ადმინისტრატორებთან.
 
რეკომენდირებული არ არის მომხმარებლების დაბლოკვა მათივე თხოვნით, თუკი არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია სექციაში „[[ვიკიპედია:ბლოკირება#საფუძვლები_ბლოკირებისთვისსაფუძვლები ბლოკირებისთვის|საფუძვლები ბლოკირებისთვის]]“, აგრეთვე თვითბლოკირება. დაუშვებელია თვითბლოკირება პარამეტრით „ავტომატურად დაბლოკეთ მომხმარებლის მიერ გამოყენებული IP-მისამართები“, თუკი ეს IP-მისამართი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა მომხმარებლების მიერ.
 
იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრატორს უკვე რამდენიმეჯერ ჰყავს მომხმარებელი დაბლოკილი ანალოგიური დარღვევებისთვის, მისთვის რეკომენდირებულია განმეორებითი დაბლოკვისგან თავის შეკავება, გარდა აშკარა ვანდალიზმის შემთხვევებისა. ეს რეკომენდაცია არ მოქმედემს, თუ ადმინისტრატორი ბლოკირებას იყენებს შუამავლობითი ან დამრიგებლობითი ფუნქციების განხორციელებისას.