ხამურაბის კანონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ხამურაბის კანონები [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]] ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი [[შუმერი|შუმერ]] მეფეს [[შულგი]]ს ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა [[ისინის სამეფო]]ს მეფეს [[ლიპიტ-იშტარი|ლიპიტ-იშტარს]] მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია [[ეშნამუ]]ს კანონები, რომლებიც [[ძვ. წ. 1790]] წლით თარიღდება.
 
ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება "nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე". ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაბის კანონები იყო. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაირი თეორიული ნაწარმოები, მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების ნაყოფი. ისეთი შემთხვევა როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა, საერთოდ არაა ნახსენები. ასეთ საქმეებზე განაჩენი ჩვეულების საფუძველზე გამოჰქონდათ. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც "ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება".
 
ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაბის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისათვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ "ტალიონის პრინციპით", ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.