ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები''' — თვალსაჩინო ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეებისა და განმანათლებლების - [[ბენჯამინ ფრანკლინი]]ს, [[ჯონ ადამსი]]ს, [[ტომას ჯეფერსონი]]ს, [[ჯეიმზ უილსონი]]ს, [[ბენჯამინ რაში]]ს - საყოველთაოდ განთქმული პოლიტიკური ესეების პირველ ქართულ თარგმანს წარმოადგენს. ეს ესეები [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს დაფუძნების პერიოდს განეკუთვნება; ამდენად, მათში ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტიებია ასახული, რომელიც კვალად სდევდა ახალი სახელმწიფოს დაფუძნების რთულ საქმეს. ავტორები დაწვრილებით აღწერენ იმ მრავალ სიძნელესა თუ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც, დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლაში, ახალგაზრდა ამერიკელ ერს მოუწია. აქვე მოცემულია ახალი სახელმწიფოს პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუტების თავისებურებათა ორიგინალური ანალიზიც. წიგნი [[2013]] წელს, [[საქართველო]]ში [[აშშ]]-ის საელჩოს მხარდაჭერით, გამოიცა. მთარგმნელი: გიორგი ხუროშვილი. რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე.
 
 
[[File:ამერიკელ განმნათლებელთა პოლიტიკური ესეები.jpg|thumb|ამერიკელ განმნათლებელთა პოლიტიკური ესეები]]
 
== წიგნში თავმოყრილი ესეები ==
Line 5 ⟶ 8:
===ბენჯამინ ფრანკლინი - კავშირის შესახებ ოლბენის გეგმის მიზეზები და მოტივები ===
1754 წელს ქ. ოლბენში ([[ნიუ-იორკი]]ს შტატი) ცამეტიდან შვიდი ამერიკული კოლონიის (კონეკტიკუტი, [[მერილენდი]], [[მასაჩუსეტსი]], ნიუ ჰემფშირი, [[ნიუ იორკი]], [[პენსილვანია]] და [[როდ აილენდი]]) წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ოლბენის კონგრესზე. კონგრესი 19 ივნისიდან 11 ივლისამდე გაგრძელდა. კონგრესზე კოლონიების წარმომადგენლები განიხილავდნენ ინდიელებთან არსებულ ურთიერთობებს და ფრანგების წინააღმდეგ ერთობლივად განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კონგრესზე დიდი დრო დაეთმო [[ბენჯამინ ფრანკლინი]]ს მიერ შემუშავებული ''ოლბენის გეგმის'' განხილვას, რომელიც მიზნად ისახავდა კოლონიებში ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში, კონგრესმა მიიღო გეგმა, თუმცა ის უარყოფილ იქნა კოლონიების საკანონმდებლო ხელისუფლებების და [[ბრიტანეთი]]ს სამეფო ტახტის მიერ. ''ოლბენის გეგმა'' მნიშვნელოვანი დოკუმენტია [[აშშ]]-ის ისტორიაში. ეს იყო პირველი სერიოზული მცდელობა კოლონიებში ერთობლივი ხელისუფლების ჩამოყალიბებისათვის, მიმართული იმ პარტიკულარიზმის დასაძლევად, რომელიც აფერხებდა კოლონიების გაერთიანებას. ''ოლბენის გეგმამ'' გავლენა მოახდინა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, როგორებიცაა ''კონფედერაციის მუხლები'' (1777 წ.) და [[ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია]] ([[1787]]წ.).
წ.) და [[ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია]] ([[1787]]წ.).
 
=== ჯონ ადამსი - ნაშრომი საეკლესიო და ფეოდალური სამართლის შესახებ ===
Line 35 ⟶ 37:
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:ამერიკელი მეცნიერები]]
[[კატეგორია:აშშ-ის ისტორია]]