არაბული კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
== ისტორია და ზოგადი მიმოხილვა ==
[[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულზე]] არაბულ კულტურას წინ უსწრებდა ისლამამდელი არაბების - მომთაბარე და მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა. IV-VI საუკუნეებში არაბული კულტურა განიცდიდა ძველი იემენური, სირიულ-ელინისტური, იუდეველთა და ირანული კულტურების გავლენას. საკუთრივ არაბული კულტურა ჩამოყალიბდა [[ისლამი|ისლამის]] აღმოცენებისა (VII ს) და სახალიფოს შექმნის პერიოდში. არაბული კულტურის კომპონენტებიდან საკუთრივ არაბთაგან მომდინარეობს [[ისლამი]], [[არაბული ენა]] და ბედუინური პოეზიის ტრადი-ციები. არაბული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ ხალხებმა, რომლებმაც მიიღეს ისლამი, ასევე სახა-ლიფოს არამუსლიმმა მოსახლეობამ (სირიელი ქრისტიანები, იუდეველები, სპარსელი ზოროასტრელები და სხვა). VII საუკუნის დასასრულიდან VIII საუკუნის შუახანებამდე [[დამასკი|დამასკთან]] ერთად არაბული კულტურის განვითარების მთავარი ცენტრები იყო [[მექა]] და [[მედინა]] არაბეთში, [[ქუფა]] და [[ბასრა]] [[ერაყი|ერაყში]]. [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა სახალიფოს]] შექმნის (750 წ) შემდეგ არაბული კულტურის ცენტრმა [[სირია|სირიიდან]] სახალიფოს აღმოსავლეთში, ერაყში ([[ბაღდადი]], დაარსდა 762 წელს) გადაინაცვლა IX-X საუკუნეებში არაბულმა კულტურამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, გაამდიდრა ბევრი ხალხის, კერძოდ, შუა საუკუნეების ევროპის ხალხების კულტურა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო კულტურის განვითარებაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება [[ფილოსოფია]]ს, [[მედიცინა]]ს, [[მათემატიკა]]ს, [[ასტრონომია]]ს, [[გეოგრაფია]]ს, [[ფილოლოგია]]სა და ისტორიულ დისციპლინებს, ქიმიას, მინერალოგიას. არაბული კულტურის ცოდნის დარგების გამოყოფა პირობითია, რადგან მისთვის, ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა კულტურებისათვის, ნიშნეულია მეცნიერებათა დაუნაწევრებლობა, მოაზროვნეთა ენციკლოპედიური ცოდნა. ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ხშირად ისტორიკოსი, ექიმი, გეოგრაფი, პოეტიცა და ფილოლოგიც იყო. არაბული კულტურის გამდიდრებას ხელს უწყობდა მუსლიმური აღმოსავლეთის ხალხებს შორის კულტურული მონაპოვრების ურთიერთგაცვლის ფართო შესაძლებლობები, გაცხოველებული კავშირი აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან. [[აბასიანთა სახალიფო]]ს დაშლამ (X საუკუნის შუა წლები) შეზღუდა არაბული კულტურის გავრცელების საზღვრები და თანდათანობით შეამცირა მისი როლი მსოფლიო კულტურების საერთო განვითარებაში.
 
[[ფაილი:Umayyad750ADloc.png|მინიატიურა|მარჯვნივ|ომაიანთა სახალიფოს მაქსიმალური გაფართოება]]
[[ფაილი:Abbasids850.png|მინიატიურა|მარჯვნივ|აბასიანთა სახალიფო 850 წელს]]
[[ფაილი:Al Andalus.png|მინიატიურა|მარცხნივ|[[კორდოვის სახალიფო]] - მუსლიმური ესპანეთი და არაბული კულტურის მნიშვნელოვანი კერა]]
 
მუსლიმურ [[ესპანეთი|ესპანეთში]], რომელიც აბასიანთა სახალიფოს ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გამოეყო, დაიწყო ე. წ. არაბულ-ესპანური კულტურის დამოუკიდებელი განვითარება. სახალიფოს აღმოსავლეთ პროვინციებში IX საუკუნის დასასრულს წარმოიქმნა ირანული კულტურულ-ეროვნული აღორძინების კერები. [[სპარსული ენა|სპარსულმა ენამ]] [[არაბული ენა|არაბული]] შეცვალა თავდაპირველად ლიტერატურასა და პოეზიაში, შემდეგ ზოგიერთ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ([[ისტორია]], [[გეოგრაფია]]). არაბული დარჩა [[ყურანი|ყურანისა]] და ზოგიერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის (მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია, ქიმია და ფილოსოფია) ენად. არაბული კულტურის ცენტრმა გადაინაცვლა [[სირია|სირიაში]], [[ეგვიპტე|ეგვიპტესა]] და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] [[ფატიმიდები|ფატიმიდებისა]] (X-XII სს) და [[აიუბიდები|აიუბიდების]] (XII-XIII სს) დროს გრძელდებოდა არაბული კულტურის საუკეთესო ტრადიციების განვითარება [[მეცნიერება|მეცნიერებაში]], ლიტერატურის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის სხვა სფეროებში, თუმცა იგი უკვე ნაკლებ გავლენას ახდენდა მუსლიმური აღმოსავლეთის ხალხების საერთო კულტურულ პროგრესზე, ვიდრე VIII-X საუკუნეებში. X საუკუნის დასასრულისათვის [[ბაღდადი|ბაღდადმა]] პირველობა [[კაირო|კაიროს]] დაუთმო.
 
Line 28 ⟶ 30:
[[ფაილი:TabulaRogeriana upside-down.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|შუა საუკუნეების არაბული რუკა]] [[ფაილი:Al-Idrisi's world map.JPG|მინიატიურა|მარჯვნივ|ალ-იდრისის შექმნილი მსოფლიოს რუკა]]
არაბთა ისლამამდელი გეოგრაფიული წარმოდგენები ასახულია ძველ პოეზიასა და [[ყურანი|ყურანში]]. VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ითარგმნა და გადამუშავდა ანტიკური ავტორების, განსაკუთრებით კი პტოლემეს, ასტრონომიულ-გეოგრაფიული შრომები, რამაც საფუძველი დაუდო არაბულ მეცნიერულ გეოგრაფიას, რომელშიც გამოყენებულია სფერული ასტრონომიული გაანგარიშების წესები და ცხრილები. ალ-ბათანისა და ალ-ხვარაზმის შრომებთან ერთად არაბული გეოგრაფიის ამ დარგის უმაღლესი მიღწევა ალ-ბირუნის შრომებია. IX საუკუნეში გამოჩნდა აღწერილობითი გეოგრაფიის პირველი ნიმუშები (იბნ ხორდადბეჰის (დაახლ. 820-912/913 წწ), კუდამა იბნ ჯაფარის (X ს-ის პირველი ნახევარი), ალ-იაკუბის (გარდ. 897 ან 905 წ) და სხვ.) და მოგზაურობათა აღწერილობები, რომლებიც შეიცავდნენ როგორც ფანტასტიკურ, ისე რეალურ ცნობებს სახალიფოს გარე ქვეყნებისა და ხალხების შესახებ (აბუ ზაიდ ალ-სირაფის კრებული, X ს; ბუზურგ იბნ შაჰრიარის და სხვათა თხზულებები). მოგზაურობათა აღწერის ჟანრი შემდეგშიც ვითარდებოდა (იბნ ფადლანის (X ს), აბუ დულაფის (X ს) ჩანაწერები; მოგზაურობათა დღიურები აბუ ჰამიდ ალ-ღარნატისა (გარდ. 1170 წ), იბნ ჯუბაირისა (გარდ. 1217 წ), [[იბნ ბატუტა|იბნ ბატუტასი]] (1304-1377 წწ), პატრიარქ მაკარიოს ანტიოქიელის რუსეთში მოგზაურობის აღწერილობა).
 
[[ფაილი:Harîrî Schefer - BNF Ar5847 f.51.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|იბნ-ბატუტა]]
[[ფაილი:Ibn Howqal World map.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|იბნ-ჰაუქალის შექმნილი მსოფლიოს რუკა (X ს)]]
 
არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის აყვავება X საუკუნეს ემთხვევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისლამური სამყაროს სავაჭრო გზებისა და მხარეების აღწერილობისადმი მიძღვნილი შრომები, რომლებიც უხვად შეიცავდნენ გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ ცნობებს (ალ-ისტახრის, იბნ ჰაუქალის (X ს), ალ-მუკადასის (946/947-დაახ. 1000 წწ) შრომები), XI-XIV სს-ში აღმოცენდა ჟანრები გეოგრაფიული ლექსიკონებისა და სამყაროს ზოგადი აღწერილობისა - კოსმოგრაფიისა, რომლებშიც შეჯამებული იყო ადრე დაგროვილი გეოგრაფიული მასალა. მაგალითად, სიტყვარები იაკუთისა (1179-1229 წწ), ალ-ბაქრისა (გარდ. 1094 წ); კოსმოგრაფიები ალ-ყაზვინისა (გარდ. 1283 წ), ალ-დიმაშკისა (გარდ. 1327 წ), აბუ-ლ-ფიდასი.