ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
''ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა'' ჯეფერსონმა [[1774]] წელს დაწერა იმ დელეგატებისათვის ვირჯინიის კოლონიიდან, რომლებიც პირველ კონტინენტურ კონგრესს უნდა დასწრებოდნენ ქ. [[ფილადელფია]]ში, პენსილვანიის კოლონიაში. ვირჯინიის ყრილობამ, რომელიც კონტინენტურ კონგრესამდე გაიმართა, უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა, ვიდრე ეს ჯეფერსონს ჰქონდა. ჯეფერსონმა, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო, დასწრებოდა ვირჯინიის ყრილობას. თუმცა, მეგობრებმა მისი პამფლეტი გამოსცეს და მას გაეცნენ როგორც [[ფილადელფია]]სა და ნიუ-იორკში, ასევე ლონდონშიც. პამფლეტის მკვეთრმა ტონმა ჯეფერსონს რადიკალური პოლიტიკური მწერლის სტატუსი დაუმკვიდრა.
უილსონის ''ლექციები სამართლის შესახებ'' მისი გარდაცვალების შემდეგ, [[1804]] წელს, მისმა ვაჟმა, ბერდ უილსონმა გამოაქვეყნა. ''ინდივიდთა ბუნებითი უფლებების შესახებ'' აღნიშნული ''ლექციების'' მეორე ნაწილის XII თავს წარმოადგენს.
|