სალადინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:SaladinRexAegypti.jpg|მინი|სალადინი]]
[[ფაილი:Saladin in Egypt Conquest.png|მინი|სალადინის [[ეგვიპტე]]ში ბრძოლები]]
'''სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი''', [[ევროპა]]ში ცნობილი როგორც '''სალადინი''' (დ. [[1137]]/[[1138]] – გ. [[4 მარტი]] [[1193]]) — ეთნიკურად ქურთი, [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[სულთანი]] [[1171]] წლიდან, [[აიუბიდები]]ს დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით [[ქურთები|ქურთი]].
 
დაიბადა [[ერაყი]]ს ქალაქ [[ტიკრიტი|ტიკრიტში]] საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს [[მოსული|მოსულში]]. 1164-69 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — [[ზენგიდები]]ს — ლაშქრობაში [[ეგვიპტე]]ში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის [[ვეზირი|ვეზირად]], ხოლო 1171წელს ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და [[სულთანი|სულთნის]] ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 წლების დამპრობლური ომების შედეგად შეიერთა [[სირია]], [[შუამდინარეთი]], [[იემენი]] და შემქნა ვრცელი იმპერია რომელიც წინ აღუდგა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულ ლაშქრობებს]]. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან ([[პალესტინა]]); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს [[იერუსალიმი]] და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა [[ინგლისი]]ს მეფის [[რიჩარდ I|რიჩარდ ლომგულის]] ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა [[დამასკო]]ში, 1193 წლის 4 მარტს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალადინი“-დან