საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალისხმევა სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისაკენ მიმართა.
 
 
 
== საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ==
 
საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ეფექტური, წარმატებული და ბევრი ქვეყნისთვისაა სამაგალითო სისტემაა.
Line 14 ⟶ 10:
1998 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში სახელმწიფომ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა. ამ ნაბიჯით საქართველოში რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომელიც თვითმმართველობების დაქვემდებარებაში იყო, ინერციით კვლავ განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებდნენ. სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა უწყებები ასრულებდნენ, ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია. ამ პირობებში დარგის განვითარების ერთიან პოლიტიკაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა.
2002-2003 წლებში, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა მოქალაქეების მხრიდან უფლებათა რეგისტრაციის მოთხოვნამ. მათი დიდი ნაწილი უკვე ცდილობდა, კორუფციაზე აგებული სისტემისთვის თავი აერიდებინა. ნელ-ნელა დღის წესრიგში საბჭოური გადმონაშთების - ტექბიუროების გაუქმების და დარგის ერთ სისტემაში თავმოყრის საკითხიც დადგა, რამაც შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები განაპირობა.
 
2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოგვიანებით კი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებიც გაუქმდა. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. მიწის მართვის დეპარტამენტსა და ტექბიუროებში დაცულმა ინფორმაციამ თავი მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოიყარა, მიწის ადმინისტრირების ფუნქციები კი სხვადასხვა უწყებებს გადაეცათ. ამ ცვლილებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საშუალება მისცა, უფრო მეტად მოქნილი და კონკრეტულ სფეროზე ფოკუსირებული გამხდარიყო.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწესრიგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, თუმცა მას მემკვიდრეობით მძიმე პრობლემები ერგო: არ არსებობდა უწყების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამართული ინფრასტურქტურა, მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, ორგანიზაცია განიცდიდა მაღალკვალიფიციური, რეფორმებზე ორიენტირებული კადრების დეფიციტს, რაც მომსახურების დაბალ კულტურას და კორუფციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებდა. რიგები და მიუღებელი პასუხები მომხმარებელთა მხრიდანაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ფრაზა - „ქონების რეგისტრაცია“ ყოველთვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა. მოქალაქეები სარეგისტრაციო დოკუმენტებს სააგენტოში მხოლოდ დღის პირველ ნახევარში აბარებდნენ და მომზადებულ დოკუმენტს დღის მეორე ნახევარში, ამავე სარკმლით იღებდნენ. როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ კონსულტაციასაც არავინ გასცემდა. „ნაცნობობითა“ და კორუფიციული გარიგებით, ყოველგვარი რიგის გარეშე საბუთების ჩაბარება და მიღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.
 
ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას სარეგისტრაციო სამსახურებში რიგების კიდევ უფრო ზრდა მოჰყვა, რაც მომსახურების დროსა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის განსახორციელებლად ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა, დაბალი სამართლებრივი კულტურა კვლავაც სირთულეებს ქმნიდა.
 
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. ამ მიზნით უწყებაში ძირეული ცვლილებები დაიგეგმა და რეფორმების გატარება ოთხი ძირითადი - საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულებებით დაიწყო.