გურამ ბზვანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
 
გურამ ბზვანელი 1934 წლის 3 აგვისტოს დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. მისი ოჯახი წარმოშობით [[ვანის რაიონი]]დან, სოფელი [[ბზვანი]]დან არის, საიდანაც მოდის გვარის ამჟამინდელი ფორმა, რომლითაც ტყეშელაშვილი არის შეცვლილი.<ref>[http://gurambzvaneli.blogspot.com/ ბიოგრაფია (კომპოზიტორ გურამ ბზვანელისა)]</ref>
 
გურამს სიმღერა ბავშვობიდან ეხერხებოდა და ასევე ბავშვობიდანვე დაიწყო სიმღერების წერა.თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, მაგრამ შემდეგში მისი მეგობრები ასრულებდნენ. პირველი შემფასებელი მისი შემოქმედებისა სწორედ მეგობრები იყვნენ. პირველმა კინორეჟისორმა [[გიზო გაბისკირია]]მ შესთავაზა „ლექსი მეგობრობაზე“, [[რეზო ამაშუკელმა]] კი „ბუტია“, რომელზეც დაწერა სიმღერები. ასევე [[ნოდარ დუმბაძემ]] მისცა მას ლექსი „სიმღერა თბილისზე“. კომპოზიტორის მეშვეობით ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა.
 
1953 წელს დაამთავრა [[თბილისის პირველი საშუალო სკოლა]]. 1954-1960 წლებში სწავლობდა [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში]], ეს წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. როცა სტუდენტი გახდა ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაზე, შეასრულეს სიმღერა თბილისზე, რომელიც ძალიან მოეწონათ ორკესტრის ხელმძღვანელებს და ისინი ორკესტრის წევრებად მიიღეს. მათი თხოვნით ორკესტრის ხელმძღვანელებმა გურამ ბზვანელსაც მოუსმინეს, მიიღეს და ურჩიეს, რომ მოეფიქრებინათ მათ თუ როგორ შეექმნათ კვარტეტი. მეოთხე წევრი გახდა შოთა ხარაბაძე, კვარტეტისთვის მუსიკას და ტექსტებს გურამ ბზვანელი წერდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_ბზვანელი“-დან