იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.251.36 ცვლილებების გაუქმება (№2755961)
ხაზი 22:
კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.
 
=== [[კვესტორი]] ===
chemi yle cheideit :D :D :D
მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო და სწორედ მისი კვესტორობის დროს გარდაიცვალა მამიდამისი - გაიუს მარიუსის მეუღლე იულია, რომელსაც კეისარმა ბრწყინვალე დაკრძალვა მოუწყო; რომის ფორუმზე დაასვენა და სიტყვით მიმართა. მამიდაჩემი იულია - ამბობდა ორატორი - დედით მეფეთა შთამომავალია, მამით კი ღმერთებისო; აქ, წინაპრებად ანკუს მარციუსი (რომის მეოთხე მეფე) და ღმერთქალი ვენერა იგულისხმებაო. საერთოდ იულიუსების გვარი, რომელსაც ჩემი ოჯახიც ეკუთვნის, სწორედ ღმერთქალ ვენერას შვილიშვილისგან, იულოსისგან მოედინებაო. აი, რატომ არის, რომ ჩვენი გვარისანი არიან ხელშეუხებელნი და თაყვანცემულნი ღმერთებივითო.
 
ხალხს განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ იულიას დაკრძალვაზე კეისარმა მისი მეუღლის, გაიუს მარიუსის ქანდაკებებიც გამოიტანა. სულას ბატონობის შემდეგ, ვეღარავის წარმოედგინა, კიდევ თუ ვინმე გაბედავდა გაიუს მარიუსის, ვითარცა “ხალხის მტრის”, რეაბილიტაციას. ახლა კი, როდესაც კეისარმა თავისი დიდი ბიძის, “იტალიის მხსნელისა” და “სამშობლოს მამის” სახება “საიქიოს სამყაროდან კვლავ რომს მოაბრუნა”, არისტოკრატთა ბანაკი აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ ხალხმა კეისრისადმი აღტაცებული ყიჟინითა და დაჭის გრიალით ჩაახშო მათი პროტესტი.
 
გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული საქებარი საქციელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა და აქამდე არც არავის გაეგონა. მაგრამ მაშინ კეისარს ცოლიც გარდაეცვალა - ჯერ ჯიდევ სავსებით ახალგაზრდა კორნელია - და მის დაკრძალვაზეც წარმოთქვა ფრიად მგრძნობიარე სიტყვა დაქვრივებულმა ქმარმა. და ამ “ნოვატორობითაც” ძალიან მოინადირა ხალხის გული მაშინ კეისარმა. გარდაცვლილი კორნელიასაგან კეისარს დარჩა ერთადერთი ასული, იულია (მომავალში პომპეუსის ცოლი).
 
იმ წელს (ქრისტესშობამდე 67), მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კეისარი, როგორც კვესტორი, პრეტორ ვეტუსთან ერთად, გაეშურა შორეულ ესპანეთში. და ერთხელ იქ, გემთმშენებლობის მოსახილველად ქალაქ გადესში ყოფნისას, ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა “უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.
 
კეისარი ნაადრევად გამოეშურა ესპანეთიდან, სანამ პროვინციის მმართველობის კანონით დადგენილი ვადა (ერთი წელიწადი) განესრულებინა. პირინეები სწრაფად გადმოიარა, ალპებიც და მდინარე პადუსის (პო) ჩრდილოეთ ლათინურ ქალაქებს ეწვია. ეს ქალაქები, რომელთაც “მოკავშირეთა ომის” დროს ლათინური მოქალაქეობა მოიპოვეს, ახლა რომაულ მოქალაქეობასაც მიელტვოდნენ თავგამოდებით. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ კეისარი სწორედ ამ ქალაქთა მიმხრობითა და აჯანყებით დაიწყებდა რომში პოლიტიკური აღზევების კიბეზე ასვლას. მაგრამ კონსულებმა აზიაში გასაგზავნი ლეგიონები რომში დააყოვნეს, კეისარს კი დაყოვნებები და პაუზები არ უყვარდა, პადუსის ხეობა მიატოვა და პირდაპირ რომს მივიდა. მივიდა და, თითქოს პოლიტიკაზე არც ფიქრობდა და არც სცალოდა... ცოლი შეირთო, ეს იყო პომპეა - ასული კვინტუს პომპეუსისა და შვილიშვილი სულა დიქტატორისა.
 
=== [[ედილი]] ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან