ახალციხის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ახალციხის მაზრა''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიაში]]. მოიცავდა დღევანდელ [[ახალციხის რაიონი|ახალციხის]], [[ადიგენის რაიონი|ადიგენის]] და ნაწილობრივ [[ასპინძის რაიონი|ასპინძის]] რაიონების ტერიტორიას. შიქმნა [[1840]] წელს, როდესაც ყოფილი [[ახალციხის საფაშო]] ადრიანოპოლის [[1829]] საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო [[ახალციხე]]. [[1840]] წელს ახალციხის მაზრა [[საქართველო-იმერეთის გუბერნია]]ში შევიდა, ხოლო [[1846]] ხერთვისისა და აბასთუმნის საპოლიციო უბნებით (უჩასტკებით) - ახლად შექმნილ [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიაში]]. [[1849]] წელს შეუერთეს ახალქალაქის საპოლიციო უბანი. [[1867]] წელს [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] შემადგენლობაში შევიდა [[1874]] წელს გამოეყო [[ახალქალაქის მაზრა]]. [[1905]] წელს მაზრა 2635 კმ² ეკავა. დასახლებული პუნქტი - 193; მოსახლეობა - 58879 კაცი. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა. თვითმპყრობელობის ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად მაჰმადიან ქართველთა უდიდესი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი [[სომხები]], [[ბერძნები]] და სხვა. ახალციხის მაზრა გაუქმდა [[1930]] წელს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|2|101|ჟორდანია ო.}}
* ''ჟორდანია ო.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 101, თბ., 1977
 
[[კატეგორია:თბილისის გუბერნია]]