იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vant Hoff.jpg|thumbnail]]
'''იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი''' (დ. [[30 აგვისტო]], [[1852]], [[როტერდამი]], - გ. [[1 მარტი]], [[1911]], [[ბერლინი]]), ჰოლანდიელი ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიისა და სტერეოქმიის ფუძემდებელი. 1871 წელს დაამთავრა დელფტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ამსტერდამისა (1878-იდან) და ბერლინის (1896-იდან) უნივერსიტეტების პროფესორი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1895). 1874-1875 წლებში ვანტ-ჰოფმა პირველმა ჩამოაყალიბა ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში ატომთა სივრცითი განლაგების თეორის, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე [[სტერეოქიმია]]ს. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმიურ კინეტიკასა და თერმოდინამიკაში. მან დაადგინა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა რეაქციის სიჩქარეზე. ვანტ-ჰოფმა მოგვცა [[ქიმიური თერმოდინამიკა|ქიმიური თერმოდინამიკის]] ორი ძირითადი განტოლება. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის შესანიშნავი შრომები განზავებულ ხსნართა თეორიაში, [[ოსმოსური წნევა|ოსმოსური წნევის]] საკითხებზე. მან შემოიღო ახალი ცნება - მყარი ხსნარები. ვანტ-ჰოფის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში. [[ნობელის პრემია ქიმიის დარგში|ნობელიის პრემია]] (1901).
==ლიტერატურა==
*{{ქსე|4|295}}