დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
80.77.56.79-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 21:
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] სანაპიროებზე — [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ [[ინდოეთი]]ს საზღვაო გზები, მიაღწიეს [[ჩინეთი]]სა [[იაპონია|იაპონიის]] ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.
 
== ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა ==
[[ფაილი:CristobalColon.jpg|thumb|ქრისტეფორე კოლუმბი]]
{{მთავარი|ქრისტეფორე კოლუმბი}}
ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომ [[ინდოეთი|ინდოეთამდე]] მიღწევა შესაძლებელი არა მხოლოდ [[აფრიკა|აფრიკის]] შემოვლით, არამედ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
 
შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან [[ევროპა|ევროპის]] რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ [[ესპანეთი]], სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა [[რეკონკისტა]] და ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
 
და ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
 
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. [[1492]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს [[სან-სალვადორი]] (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. [[ესპანეთი]]ს „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა [[კუბა]] და [[ჰაიტი]]. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ [[აზია|აზიის]] განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს [[ინდიელები]] უწოდა. [[1493]] წლის გაზაფხულზე კოლუმბი [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.