დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.232.25.144 ცვლილებების გაუქმება (№2663789) |
|||
ხაზი 21:
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] სანაპიროებზე — [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ [[ინდოეთი]]ს საზღვაო გზები, მიაღწიეს [[ჩინეთი]]სა [[იაპონია|იაპონიის]] ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. [[1492]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს [[სან-სალვადორი]] (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. [[ესპანეთი]]ს „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა [[კუბა]] და [[ჰაიტი]]. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ [[აზია|აზიის]] განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს [[ინდიელები]] უწოდა. [[1493]] წლის გაზაფხულზე კოლუმბი [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
|