გერჰარდ ლამპრეხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 7 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q71547
No edit summary
ხაზი 1:
'''გერჰარდ ლამპრეხტი''' ({{lang-de|Gerhard Lamprecht}}; დ. [[6 ოქტომბერი]], [[1897]], [[ბერლინი]] — გ. [[4 მაისი]], [[1974]], [[ბერლინი]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი და კინოს ისტორიკოსი. გადაღებული აქვს 64 ფილმი და, ასევე, ეკუთვნის 29 ფილმის სცენარი.
 
გერჰარდი კინემატოგრაფით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. უკვე 12 წლის ასაკში მუშაობდა კინომექანიკოსად, [[1914]] წელს კი მისი პირველი სცენარით [[ბერლინი|ბერლინური]] კინოკომპანია „Eiko-Film GmbH“ დაინტერესდა. [[1916]] წლიდან გერჰარდ ლამპრეხტი სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა [[პაულ ბილდტი|პაულ ბილდტთან]], გერმანული კინემატოგრაფის პიონერთან, და თავის შესაძლებლობებს სცენაზე ცდიდა. [[ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი|ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში]] სწავლობდა თეატრისა და ხელოვნების ისტორიას. [[1917]] წელს შესთავაზეს ავტორისა და დრამატურგის პოზიცია კომპანიაში „Oskar-Messler-Filmgesellschaft“, თუმცა გერჰარდი არმიაში გაიწვიეს. [[1918]] წელს, როდესაც ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს ჰოსპიტალში იშუშებდა, უკვე წერდა სცენარებს. [[ლულუ პიკი|ლულუ პიკმა]], რომელთანაც გერჰარდი ომამდეც მუშაობდა, [[1919]] წელს მას დრამატურგის პოზიცია შესთავაზა თავის კომპანიაში „Rex-Film“.