არქოზავრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: th:อาร์โคซอร์
No edit summary
ხაზი 2:
'''არქოზავრები''' ([[ბერძნ.]] arche - მმართველი და sauros - ხვლიკი) (Archosauria), [[ქვეწარმავლები]]ს ქვეკლასი, რომელიც აერთიანებს [[თეკოდონტები|თეკოდონტებს]], [[ნიანგები|ნიანგებს]], [[დინოზავრები|დინოზავრებსა]] და [[მფრინავი ხვლიკები|მფრინავ ხვლიკებს]]. თანამედროვე ფაუნაში მხოლოდ [[ნიანგი|ნიანგებითაა]] წარმოდგენილი.
 
არქოზავრები უძველესი ნაშთები ტრიასულ ნალექებში გვხვდება. ბინადრობდნენ ხმელეთსა და ჰაერში, თუმცა მათი ერთი ნაწილი წყალშიც ცხოვრობდა. არქოზავრებს შორისაა როგორც მტაცებელი, ისე მცენარეჭამია ფორმები. არქოზავრები პირველი ქვეწარმავლებია, რომელთა შორის გვხვდება ორ ფეხზე მოსიარულე (ბიპედალიზმი) ფორმები. ამასთანაა დაკავშირებული მათი სხეულის აგებულების მნიშვნელოვანი ცვლილებები (მენჯის, უკანა კიდურებისა და კუდის ძლიერი განვითარება, წინა კიდურების რედუქცია და სხვა). წყლის ზოგიერთი ფორმა ცოცხლადმშობი იყო. უმაღლესი არქოზავრები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები) ალბათ, [[თბილსისხლიანი ცხოველები|თბილსისხლიანები]] იყვნენ. არქოზავრებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ [[ხერხემლიანები|ხერხემლიანების]] ევოლუციის გასაგებად, ვინაიდან მათი ისტორია დროის უდიდეს ინტერვალს მოიცავს. არქოზავრები პირველი ხერხემლიანებია[[ხერხემლიანები]]ა, რომლებმაც დაიპყრეს ჰაერი. [[ფრინველები|ფრინველების]] წინაპრები სწორედ მათ შორის უნდა ვეძებოთ.
 
[[კატეგორია:ქვეწარმავლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქოზავრები“-დან